საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ახალი სახელმძღვანელოს პრეზენტაცია

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ახალი სახელმძღვანელოს პრეზენტაცია

13-06-2019


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ახალი სახელმძღვანელოს პრეზენტაცია2019 წლის 7 ივნისს, ღვინის სახლ „რეზერვში“ გაიმართა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორის, მარიამ ხომასურიძის ავტორობით გამოცემული სახელმძღვანელოს - “ღვინის ზადი და ნაკლი“ პრეზენტაცია. 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ახალი სახელმძღვანელოს პრეზენტაციაახალი გამოცემის პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, ღვინის ეროვნული სააგენტოსა და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის, ასევე, ღვინის სხვადასხვა კომპანიის: „შატო ზეგაანი“, „კახური ღვინოები“, „ლაგვინარი“, „სარაჯიშვილი“, „ასკანელი ძმები“, „კახური ტრადიციული ღვინოები“, „თელავის ღვინის მარანი“ წარმომადგენლები. 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ახალი სახელმძღვანელოს პრეზენტაციაროგორც პრეზენტაციაზე გამომსვლელებმა აღინიშნეს, სახელმძღვანელოში განხილული საკითხები წარმოადგენს საფუძვლიან მეთოდოლგიურ მასალას მაგისტრებისა და დოქტორანტებისათვის და ასევე, მოიცავს თანამედროვე ინფორმაციას ღვინის ტექნოლოგიის მიმართულებით, რაც უდავოდ დაეხმარება ღვინის მწარმოებლებს, მემარნეებს და მომხმარებლებს.

 

სიახლეებში დაბრუნება