მე-5 საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია - „გეოლოგიის დარგის სიძლიერე ეკონომიკის აღორძინების წინაპირობაა”

მე-5 საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია - „გეოლოგიის დარგის სიძლიერე ეკონომიკის აღორძინების წინაპირობაა”

07-06-2019


მე-5 საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია - „გეოლოგიის დარგის სიძლიერე ეკონომიკის აღორძინების წინაპირობაა”29-30 მაისს, საქართველოს მინერალოგიური საზოგადოებისა  და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ორგანიზებით, ჩატარდა მე-5 საიუბილეო საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციაგეოლოგიის დარგის სიძლიერე ეკონომიკის აღორძინების წინაპირობაა.  

მე-5 საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია - „გეოლოგიის დარგის სიძლიერე ეკონომიკის აღორძინების წინაპირობაა”ტრადიციულად, კონფერენციას სპონსორობა და მხარდაჭერა გაუწია „არემჯი რიჩ მეტალს გრუპმა“, რისთვისაც ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიის ფაკულტეტი მადლობას უხდის კომპანიის მთელ კოლექტივს და განსაკუთრებით, ფაკულტეტის კურსდამთავრებულს, კომპანიის აღმასრულებელ დირექტორს, ბატონ თორნიკე ლიპარტიას. 

მე-5 საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია - „გეოლოგიის დარგის სიძლიერე ეკონომიკის აღორძინების წინაპირობაა”კონფერენცია გახსნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ, ზურაბ გასიტაშვილმა, დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს: ნოდარ ფოფორაძემ - საქართველოს მინერალოგიური საზოგადოების პრეზიდენტმა, თორნიკე ლიპარტიამ - ,,რიჩ მეტალს გრუპის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ანზორ აბშილავამ - სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის დეკანმა, თამარ წუწუნავამ - თსუ-ის ალ. ჯანელიძის გეოლოგიის ინსტიტუტის დირექტორმა, დავით შენგელიამ - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსმა, ანდრო ასლანიშვილმა - გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა, ნიკოლოზ ჩიხრაძემ - სამთო ინსტიტუტის დირექტორმა, ბეჟან თუთბერიძემ - თსუ-ის გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსმა, ზურაბ კაკულიამ - სტუ-ის ჰიდროგეოლოგიისა  და საინჟინრო გეოლოგიის ინსტი­ტუტის დირექტორმა, პაატა კერვალიშვილმა - საქართველოს საბუნებისმეტყველო აკადემიის პრეზიდენტმა, მერაბ ჩალათაშვილმა - წიაღის ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსმა, რევაზ კვატაშიძემ - თსუ-ის კავკასიის ალ. თვალჭრელიძის მინერალური ნედლეუ­ლის ინსტიტუტის დირექტორმა. 

მე-5 საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია - „გეოლოგიის დარგის სიძლიერე ეკონომიკის აღორძინების წინაპირობაა”შეხვედრის ფარგლებში გარემოს ეროვნულ სააგენტოსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის მიზანია ერთობლივი პროექტებისა და პროგრამების განხორციელება, კონფერენციების, სემინარებისა და სამუშაო შეხვედრების ორგანიზება, ინფორმაციის ურთიერთგაცვლის ხელშეწყობა და გეოლოგიური დარგის განვითარების მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების ფარგლებში თანამშრომლობა. 

მე-5 საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია - „გეოლოგიის დარგის სიძლიერე ეკონომიკის აღორძინების წინაპირობაა”კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს წარმომადგენლებმა თითქმის ყველა სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებიდან: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალექსანდრე ჯანელიძის გეოლოგიის ინსტიტუტი, გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტი, გარემოს ეროვნული სააგენტო, წიაღის ეროვნული სააგენტო, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალექსანდრე თვალჭრელიძის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია, „არემჯი რიჩ მეტალს გრუპი“, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ,,გამა კონსალტინგი“, „საქნახშირი ჯი-აი-ჯი“, მოსკოვის გეოლოგიისა და მინერალოგიის ინსტიტუტი, ირანის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ტაივანის უნივერსიტეტი. 

მე-5 საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია - „გეოლოგიის დარგის სიძლიერე ეკონომიკის აღორძინების წინაპირობაა”კონფერენციების სხდომებზე, სამეცნიერო მოხსენებებთან ერთად, განიხილეს გეოლოგიასა და სამთო საქმეში არსებული პრობლემები და  პერსპექტივები, რაც გააჩნია ჩვენი ქვეყნის ბუნებრივი რესურსების თანამიმდევრულ შესწავლას, მის რაციონალურ გამოყენებას და მართებული გარემოსდაცვითი  ღონისძიებების გატარებას. პლენარულ სხდომებზე მიღებული შესაბამისი  გადაწყვეტილებები და   რეკომენდაციები გათვალისწინებული იქნება შემდეგი კონფერენციების მუშაობაში, ნაწილი კი გადაეცა  შესაბამის სამსახურებს. ასე გრძელდება წლების განმავლობაში. 

მე-5 საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია - „გეოლოგიის დარგის სიძლიერე ეკონომიკის აღორძინების წინაპირობაა”განვლილი ხუთი წლის მანძილზე, მინერალოგიურ საზოგადოებასთან მომუშავე  ჯგუფი, სადაც თითქმის ყველა სახელმწიფო თუ კერძო სტრუქტურის თანამშრომლები არიან გაერთიანებული, იმდენად გაძლიერდა და მრავალფეროვან ენერგიულ საქმიანობას ეწეოდა, რომ  შესაძლებელი გახდა სხვადასხვა პრობლემაზე მომუშავე ცალკეული ჯგუფების ჩამოყალიბება, შესაბამისი  პროფილის მიხედვით.  ამასთან დაკავშირებით, კონფერენციის მსვლელობისას შემოსული წინადადების საფუძველზე, შეიქმნა საკონსულტაციო საბჭო, რომელსაც ექნება  შეფასების, რეკომენდაციების, წინადადებისა და მოსაზრებების გამოხატვის საშუალება პროფესიულ დონეზე. წლის განმავლობაში ჩატარდება სამუშაო შეხვედრები, ასევე გასვლითი სხდომები სხვადასხვა ორგანიზაციაში. 

საქართველოში გეოლოგიასა და სამთო საქმეში არსებული საკითხები და პრობლემები იმდენად მრავალფეროვანი და აქტუალურია, რომ მათი  მართებულად  შეფასება და აღმოფხვრა   რომელიმე ცალკეული ორგანიზაციის  მიერ შეუძლებელია,  რაც  უნდა ძლიერი იყოს იგი. სასურველი შედეგი მხოლოდ მაშინ მიიღწევა, თუ ყველა ერთად ვიფიქრებთ არსებული პრობლემების შესახებ და არა მარტო დავსახავთ   საჭირო ღონისძიებებს, არამედ მათ გადაჭრაზეც დავიწყებთ ერთობლივად მუშაობას. 

მე-5 საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია - „გეოლოგიის დარგის სიძლიერე ეკონომიკის აღორძინების წინაპირობაა”მომავალი ხუთი წლის განმავლობაში კონფერენციის სლოგანი იქნება - „ყველანი ერთად“: სამთოელებმა, გეოლოგებმა, ეკოლოგებმა და სხვებმა ერთად უნდა ვიზრუნოთ საქართველოს მინერალური რესურსების საერთაშორისო დონის სტანდარტებით შესწავლაზე, მათ კლასიფიკაციაზე,  რაციონალურ დამუშავებაზე, რაც  გარემოს დაცვითი  ნორმების მიხედვით უნდა განხორციელდეს, ეს ყველაფერი კი ეკონომიკის სიძლიერის მთავარი საწინდარია.   

„არემჯი რიჩ მეტალს გრუპი’’ არა მარტო კონფერენციის მხარდამჭერია, არამედ სტუ-ის წარჩინებულ სტუდენტებსაც უხდის სტიპენდიას, იღებს სტუდენტ-პრაქტიკანტებს და მათ შორის წარჩინებულებს კომპანიაში სტაჟირების შესაძლებლობას აძლევს. 

მნიშვნელოვანია, რომ ყოველწლიურად კონფერენციის მომზადებასა და მუშაობაში სულ უფრო მეტი ახალგაზრდა გეოლოგი და სამთოელი იღებს მონაწილეობას. ეს ეხება როგორც საორგანიზაციო ჯგუფს (კომიტეტს), ასვევე სამეცნიერო დებატებს. 

კონფერენციის დასასრულ, ყველა მონაწილეს, სამეცნიერო და საორგანიზაციო კომიტეტის წევრებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ. 

მინერალოგიური საზოგადოებისა
და სამთო-გეოლოგიის ფაკულტეტის ხელმძღვანელობის სახელით, კონფერენციის სამეცნიერო და
საორგანიზაციო კომიტეტის წევრებს, კონფერენციის მაღალ დონეზე ორგანიზებისათვის,  მადლობა გამოეცხადათ.

 

სიახლეებში დაბრუნება