მემორანდუმი

30-10-2013

მემორანდუმი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ეროვნულ სატყეო სააგენტოსა შორის

30 ოქტომბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და  ეროვნულ სატყეო სააგენტოს შორის სამეცნიერო და საგანმანათლებლო თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა და ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა ბიძინა გიორგობიანმა.სტუ-სა და სატყეო სააგენტოს შორის მემორანდუმი გაფორმდა

მემორანდუმი სტუ-ს სტუდენტებისთვის ითვალისწინებს სასწავლო და საწარმოო პრაქტიკას და შესაბამისი სამეცნიერო - კვლევითი სამუშაოების ჩატარებას. მემორანდუმის მიზანია, უმაღლესი განათლების სტანდარტით გათვალსიწინებიული პროგრამების განხორციელება და პრაქტიკანტის მიერ შერჩეული სპეციალობის თეორიული და პრაქტიკული ასპექტების ღრმად და საფუძვლიანად დაუფლება.

აღნიშნულ ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები.სტუ-სა და სატყეო სააგენტოს შორის მემორანდუმი გაფორმდა


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები