პროექტის პრეზენტაცია

29-10-2013

პროექტის პრეზენტაცია

29 ოქტომბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუ-ის ბოჭკოებით არმირებული კომპოზიციური მასალების სამეცნიერო ცენტრის, შპს “ფიბრობეტისა” და შპს “ელ ინდასტრი ჯორჯიას” ერთობლივი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაცია სტუ-ის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის ბოჭკოებით არმირებული კომპოზიციური მასალების სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელმა, “ფიბრობეტის” მმართველმა პარტნიორმა დავით ნოზაძემ გააკეთა. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, სტუ-ის პროფესორები და დაინტერესებული პირები.

ნოზაძემ ისაუბრა ბოჭკოებით არმირებული კომპოზიციური მასალებზე, საქართველოში წარმოებული პროდუქციის მნიშვნელობაზე სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, მშენებლობასა და ელექტროსისტემებში. ბოჭკოებით არმირებული კომპოზიციური მასალების მნიშვნელობაზე, საქართველოში მისი წარმოების გაფართოების პერსპექტივებზე ისაუბრა შპს “ელ ინდასტრი ჯორჯიას” გენერალურმა დირექტორმა ემზარ ჩაჩხიანმა.

დავით ნოზაძემ და ემზარ ჩაჩხიანმა დამსწრე საზოგადოების შეკითხვებს უპასუხეს.


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები