პოსტერების კონკურსი - ,,გაუდაბნოებასთან ბრძოლისა და მიწის მდგრადი მართვის პერსპექტივები საქართველოში’’

პოსტერების კონკურსი - ,,გაუდაბნოებასთან ბრძოლისა და მიწის მდგრადი მართვის პერსპექტივები საქართველოში’’

07-06-2019

გაუდაბნოებასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გიწვევთ მონაწილეობის მისაღებად პოსტერების კონკურსში ,,გაუდაბნოებასთან ბრძოლისა და მიწის მდგრადი მართვის პერსპექტივები საქართველოში’’.

გვალვასთან და გაუდაბნოებასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე და ამ დღისადმი მიძღვნილ აქტივობებში ჩართვა არის უნიკალური შესაძლებლობა, შევახსენოთ ყველას, რომ გაუდაბნოების წინააღმდეგ ბრძოლა შესაძლებელი, მისი აღმოფხვრა კი მიღწევადია და რომ მთავარი გზა ამ მიზნამდე მისასვლელად საზოგადოებრივი ჩართულობისა და თანამშრომლობის გაძლიერებაა ყველა დონეზე. 

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მონაწილებმა უნდა შექმნან პოსტერი, გამოგვიგზავნონ და გაგვიზიარო მათი ხედვები გაუდაბნოებასა და მიწის დეგრადაციასთან საბრძოლველად.

პოსტერში მონაწილეობა შეუძლია ყველას ვინც:

  • დაინტერესებულია გარემოსდაცვითი საკითხებით
  • აცნობიერებს საქართველოში მიწის დეგრადაციისა და გაუდაბნოების პრობლემის სიმწვავეს
  • ფიქრობს, რომ შეუძლია საკუთარი განსხვავებული ხედვებისა და გზების შემოთავაზება ამ პრობლემების გადასაჭრელად

პოსტერები მონაწილეებმა უნდა გამოგვიგზავნონ 17 ივნისის ჩათვლით ელექტრონულად, PDF ფორმატში ელ.მისამართზე: info@eiec.gov.ge

10 საუკეთესო პოსტერის ავტორისთვის გაიმართება ლექცია-სემინარი საქართველოში გაუდაბნოებისა და მიწის მდგრადი მართვის საკითხებზე. ამავე ღონისძიებაზე მოეწყობა პოსტერების გამოფენა და გამოვლინდება 3 საუკეთესო პოსტერი, რომელთა ავტორებიც დაჯილდოვდებიან სპეციალურად დაწესებული პრიზებით!

კონკურსთან დაკავშირებული დეტალები ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/2XlWoec


 

სიახლეებში დაბრუნება