ნერგების ფესტივალი

ნერგების ფესტივალი

07-06-2019

10 ივნისს,თბილისში ჩინური სახალხო დღესასწაული, ნერგების ფესტივალი გაიმართება. გამწვანების აქცია 10:00- საათზე, გლდანში (გლდანის პატარა ტბა) დაიწყება.

ფესტივალი, საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს ინიციატივით, ჩინეთის სავაჭრო პალატისა და 4U მულტიმედია ჯგუფის ორგანიზებით იმართება. ღონისძიების მხარდამჭერია თბილისის მერია.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები.


 

სიახლეებში დაბრუნება