ღია კარის დღე სტუდენტებისთვის „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში“

ღია კარის დღე სტუდენტებისთვის „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში“

30-05-2019


ღია კარის დღე სტუდენტებისთვის „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში“2019 წლის 7 ივნისს კომპანია „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ (სსე) ბაკალავრიატის მესამე და მეოთხე კურსისა და მაგისტრატურის სტუდენტთათვის ღია კარის დღეს გამართავს.

დასწრების მსურველებმა წინასწარ უნდა გააგზავნონ მოთხოვნა შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: nino.gvaramadze@gse.com.ge - მიუთითონ საკუთარი სახელი, გვარი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, ასევე, დააკონკრეტონ რომელ კურსზე სწავლობენ. 

ღია კარის დღეზე დასწრების მსურველებმა სსე-ს აღნიშნული ინფორმაცია უნდა გმიაწოდონ 2019 წლის 6 ივნისამდე. 

ცნობისათვის:
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“, აქტივების ზრდის პარალელურად, მუდმივად ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს. კომპანიის ბაზაზე არსებული სასწავლო ცენტრი, ენერგეტიკის მიმართულებით ცოდნის გასაუმჯობესებლად, სტუდენტებს 20-კვირიანი სასწავლო კურსის გავლას სთავაზობს. 

სსე-ის სასწავლო ცენტრში სწავლა უფასოა. 

სასწავლო ცენტრს შეუძლიათ მიმართონ:

  • საქართველოში აკრედიტებული უნივერსიტეტების ენერგეტიკის ფაკულტეტების ელექტროინჟინერიის სპეციალობის მეოთხე კურსის სტუდენტებმა
  • საქართველოში აკრედიტებული უნივერსიტეტების ენერგეტიკის ფაკულტეტების ელექტროინჟინერიის სპეციალობის ბაკალავრიატის საფეხურის კურსდამთავრებულებმა. 

სასწავლო პროგრამის წარმატებით დაძლევის შემთხვევაში, კურსდამთავრებულები დასაქმდებიან სსე-ის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულში. 

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს: http://training.gse.com.ge/


 

სიახლეებში დაბრუნება