ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ინტერნეტის მარშრუტიზაციისა და უსაფრთხოების მომავალი პროტოკოლების შესახებ სემინარს უმასპინძლა

ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ინტერნეტის მარშრუტიზაციისა და უსაფრთხოების მომავალი პროტოკოლების შესახებ სემინარს უმასპინძლა

29-05-2019


2019 წლის 29 მაისს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, Internet Society–Georgia-ს ორგანიზებით, ჩატარდა სემინარი IETF Day in Tbilisi, თემაზე: „ინტერნეტის მარშრუტიზაციის და უსაფრთხოების მომავალი პროტოკოლები“. 

ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ინტერნეტის მარშრუტიზაციისა და უსაფრთხოების მომავალი პროტოკოლების შესახებ სემინარს უმასპინძლა ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლები გაეცნენ დსაკითხებს, რომლებიც ეხებოდა პროტოკოლების განვითარების ტენდენციებს, მათ შემუშავებას, დანერგვის მიზნებს და ძლიერ თუ სუსტ მხარეებს,სემინარს უძღვებოდნენ ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამების კურსდამთავრებულები, სატელეკომუნიკაციო ქსელების არქიტექტორი მიხეილ ქართველიშვილი და IT უსაფრთხოების სისტემების არქიტექტორი, კომპანია UGT-ის ინფორმაციული უსაფრთხოების მიმართულების ხელმძღვანელი ვატო ჩანტლაძე. ორივე მომხსენებელი Internet Society-Georgia-ს წევრია. მათ IP/MPLS ქსელების დიზაინისა და ოპერირების, ასევე ენტერპრაიზის IT სისტემების უსაფრთხოების მიმართულებით მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ. 

ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ინტერნეტის მარშრუტიზაციისა და უსაფრთხოების მომავალი პროტოკოლების შესახებ სემინარს უმასპინძლა მიხეილ ქართველიშვილმა მარშრუტიზაციის პროტოკოლების განვითარების თანამედროვე ტენდენციებზე ისაუბრა და პროტოკოლებში შესატანი ის ცვლილებები მიმოიხილა, რაც უზრუნველყოფს უსაფრთხოების გაუმჯობესებას და ოპერირების ოპტიმიზაციას ინტრა- და ინტერ-დომენური მარშრუტიზაციისთვის. მან სტუდენტებს ასევე გააცნო მარშრუტიზაციის სრულიად ახალი unicast და multicast პროტოკოლები, რომელთა დანერგვა საქართველოში უახლოეს რამდენიმე წელიწადშია მოსალოდნელი. 

ვატო ჩანტლაძემ კი თანამედროვე უსაფრთხოების პროტოკოლების ის ნიმუშები წარმოადგინა, რომლებიც დამუშავების პროცესშია. ასევე, განიხილა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა უსაფრთხოება ქსელური ტექნოლოგიების სხვადასხვა არქიტექტურულ დონეზე, DDoS შეტევების კლასიფიკაციის ექსპერიმენტული პროტოკოლი და World Wide Web-ის მორიგი ვერსიის ახალი სტანდარტი. 

სემინარის ჩატარებას ორგანიზება გაუწია გლობალური არასამთავრობო ორგანიზაცია The Internet Society-ს საქართველოს წარმომადგენლობამ, Internet Society–Georgia-მ. აღნიშნული გლობალური ორგანიზაციის მიზანი მსოფლიო მასშტაბით თავისუფალი და სანდო ინტერნეტის გავრცელებაა. ის კურირებს IETF-ის (Internet Engineering Task Force) საქმიანობას, რომელიც საერთაშორისო სტანდარტიზაციის ორგანიზაციაა და თავის მხრივ, ინტერნეტის სტანდარტების შეიმუშავება-გავრცელებასა და RFC-ს ფორმით გამოქვეყნებას უზრუნველჰყოფს.


 

სიახლეებში დაბრუნება