შემოდგომის ლექციები თბილისში

15-10-2013
შემოდგომის ლექციები თბილისში
 სტუ-ის სტუდენტები სტაჟირებას იულიხის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში გაივლიან
12-26 ოქტომბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ტარდება "შემოდგომის ლექციები თბილისში", რომლის თემატიკა ბირთვული ფიზიკისა და სამედიცინო ფიზიკის სფეროებს მოიცავს.
პროექტის ფარგლებში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ლექციებს წაიკითხავენ იულიხის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორი პროფესორი ჰანს შტროერი, ნეირომეცნიერებისა და მედიცინის ინსტიტუტის დირექტორი პროფესორი ნადიმ ჯონ შა და იულიხის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის პროფესორები: დეტლევ გოტა, ფარიდა გრინბერგი, მარკუს ბუშერი და ანდრო კაჭარავა. 
15 ოქტომბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში პროექტი საზეიმოდ გაიხსნა და ხელი მოეწერა მემორანდუმებს ნეირომეცნიერებისა და მედიცინის ინსტიტუტსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის. შეხვედრა სტუ-ის რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა გახსნა. მან დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა გერმანელი სტუმრები და მადლობა გადაუხადა მათ საქართველოში ჩამოსვლისთვის. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ სტუმრებს მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება. იულიხის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორმა, პროფ. ჰანს შტროერმა დამსწრე საზოგადოებას წარმოუდგინა იულიხის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, ასევე, ისაუბრა საქართველოდან იულიხში სტაჟირებაზე ჩასულ სპეციალისტთა შესახებ. ნეირომეცნიერებისა და მედიცინის ინსტიტუტის დირექტორმა, პროფ. ნადიმ ჯონ შამ გააკეთა საინტერესო პრეზენტაცია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის გადმოსაცემ ტექნიკურ აღჭურვილობასთან დაკავშირებით.  
აღსანიშნავია, რომ ხელმოწერილი მემორანდუმების ფარგლებში, იულიხის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს გადასცემს ტექნიკურ აღჭურვილობასა და ლაბორატორიას და ასევე, სტუ-ს ფიზიკისა და ბიოსამედიცინო აპარატურის სპეციალობების სტუდენტებს საშუალება ექნებათ, სტაჟირება გაიარონ იულიხის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში.
სტუ-ის სტუდენტები სტაჟირებას იულიხის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში გაივლიანსტუ-ის სტუდენტები სტაჟირებას იულიხის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში გაივლიანსტუ-ის სტუდენტები სტაჟირებას იულიხის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში გაივლიანსტუ-ის სტუდენტები სტაჟირებას იულიხის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში გაივლიან

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები