IETF Day in Tbilisi - ინტერნეტის მარშრუტიზაციის და უსაფრთხოების მომავალი პროტოკოლები

IETF Day in Tbilisi - ინტერნეტის მარშრუტიზაციის და უსაფრთხოების მომავალი პროტოკოლები

24-05-2019

2019 წლის 29 მაისს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩატარდება სემინარი -  IETF Day in Tbilisi, თემაზე: „ინტერნეტის მარშრუტიზაციის და უსაფრთხოების მომავალი პროტოკოლები“. 

სემინარი, რომლის ორგანიზატორია Internet Society – Georgia Chapter-ი, დააინტერესებს  ქსელის ინჟინრებს, ლექტორებს და სტუდენტებს. განხილული იქნება ქსელების პროტოკოლების განვითარების ტენდენციები, შემუშავების პროცესში არსებული პროტოკოლები, მათი დანერგვის მიზნები, დადებითი და უარყოფითი მხარეები.

სემინარს ჩაატარებენ:

მიხეილ ქართველიშვილი - სატელეკომუნიკაციო ქსელების არქიტექტორი

ვატო ჩანტლაძე - IT უსაფრთხოების სისტემების არქიტექტორი, ინფორმაციული უსაფრთხოების მიმართულების ხელმძღვანელი კომპანია UGT-ში.

IETF-ის შესახებ: Internet Engineering Task Force საერთაშორისო სტანდარტიზაციის ორგანიზაციაა, რომელიც შეიმუშავებს და ავრცელებს ინტერნეტის სტანდარტებს და  RFC-ს ფორმით აქვეყნებს.  IETF-ს საქმიანობას კურირებს The Internet Society - გლობალური არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის მიზანი მსოფლიო მასშტაბით თავისუფალი და სანდო ინტერნეტის გავრცელებაა.  

სემინარის ჩატარების თარიღი და დრო:  29 მაისი, 15:00 – 17:00 საათი

ჩატარების ადგილი: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობა, მე-3 სართული,  შეხვედრების ოთახი (თბილისი, მერაბ კოსტავას ქ. N77)   

სემინარის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ 

 

სიახლეებში დაბრუნება