სტუ-ის სტუდენტთა 87-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია გრძელდება

სტუ-ის სტუდენტთა 87-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია გრძელდება

22-05-2019

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტთა 87-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია 2019 წლის 31 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. 

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველმა სტუდენტებმა შესაბამისი ინსტრუქციის დაცვით გაფორმებული თეზისი (ამობეჭდილი და ელექტრონული - CD დისკზე ჩაწერილი ვერსიები) უნდა წარადგინოს სტუ-ის სპორტის, კულტურის, სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის დეპარტამენტში (სტუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი, II სართული, ოთახი 262 ბ). 

სტუ-ის სტუდენტთა 87-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის გახსნის ღონისძიება გაიმართება 2018 წლის 28 მაისს, 16:00 საათზე, სტუ-ის ადმინისტრაციულ კორპუსში, III სართულზე, გ. ნიკოლაძის სახელობის დარბაზში. 

სტუ-ის სტუდენტთა 87-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტები. 

სტუ-ის სტუდენტთა 87-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას ორგანიზებას უწევს სტუ-ის სპორტის, კულტურის, სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის დეპარტამენტი. 

კონფერენციის მუშაობა 2019 წლის 22 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. 

 

იხილეთ კონფერენციის დებულება და თეზისის გაფორმების ინსტრუქცია


 

სიახლეებში დაბრუნება