საერთაშორისო პროექტი

20-09-2013
თბილისის სემინარი საერთაშორისო პროექტის  „განათლება სამეწარმეო საქმიანობისა და ინოვაციებისათვის“ ფარგლებში  
 
20 სექტემბერს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში შედგა საერთაშორისო პროექტის „განათლება სამეწარმეო საქმიანობისა და ინოვაციებისათვის“ პირველი ეტაპის საზეიმო დახურვა, სადაც პროექტში მონაწილე სტუდენტებს შესაბამისი სერთიფიკატები გადაეცათ.
ღონისძიება გახსნა პროფ. ზურაბ გასიტაშვილმა, რექტორის მოადგილემ მეცნიერების დარგში.
აღსანიშნავია, რომ ორწლიანი პროექტის პირველი ეტაპი წარმატებით განხორციელდა და გამარჯვებულმა სტუდენტებმა სტაჟირება უკრაინისა და შვედეთის წამყვან IT კომპანიებში გაიარეს. პროექტის ორგანიზატორებმა შეაჯამეს გავლილი კურსი და დაიგეგმა პროექტის მეორე ტური.
შეხვედრას ესწრებოდნენ შვედეთის უნივერსიტეტის წარმომადენლები, უკრაინელი პარტნიორები, პროექტში მონაწილე სტუდენტები, განათლების სამინისტროს და საქართველოში არსებული IT კომპანიის წარმომადგენლები.


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები