სასწავლო წლის დაწყება

23-09-2013
ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს სასწავლო წლის დაწყება რექტორმა, მინისტრმა და “მაგთიკომმა” მიულოცაეს
 
23 სექტემბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებული ღონისძიებები გაიმართა. სტუდენტებს სწავლის დაწყება განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და უნივერსიტეტის რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა მიულოცეს.
 
ამასთან, კომპანია “მაგთიკომმა” ტექნიკური უნივერსიტეტის 5 საუკეთესო პირველკურსელი დააჯილდოვა. “მაგთიკომმა” თბილისის, ქუთაისის და ბათუმის უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით 40 საუკეთესო პირველკურსელი Samsung Galaxy Young-ის მობილური ტელეფონით დააჯილდოვა. განურჩევლად ყველა სტუდენტსა და მოსწავლეს კი კომპანია ბალის კლუბში იწვევს და საჩუქრად ყოველთვე 100 MB-ს, 30 წუთს,100 SMS-ს სთავაზობს.
 
დაჯილდოების შემდეგ კი სტუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით, თბილისის მერიის საკონცერტო ორკესტრ ”ბიგ-ბენდის” კონცერტი გაიმართა.
 


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები