ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტთა გუნდი ფიროსმანისადმი მიძღვნილი კრეათონის გამარჯვებული გახდა

ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტთა გუნდი ფიროსმანისადმი მიძღვნილი კრეათონის გამარჯვებული გახდა

07-05-2019 საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტთა გუნდი შემეცნებით-შემოქმედებითი სტუდენტური კონკურსის „კრეათონი – ფიროსმანი ციფრულ სივრცეში” გამარჯვებული გახდა.

ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტთა გუნდი ფიროსმანისადმი მიძღვნილი კრეათონის გამარჯვებული გახდასხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებმა და ახალგაზრდებმა ფიროსმანის შემოქმედების ბაზაზე გრაფიკული დიზაინისა და ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით შექმნილი ნამუშევრები ღია ცის ქვეშ წარმოადგინეს. ჟიურის გადაწყვეტილებით, სტუ-ის სტუდენტთა ჯგუფური ნამუშევარი - ფიროსმანის შემოქმედების ინსპირაციით შექმნილი ციფრული ინსტალაციები საუკეთესოდ იქნა აღიარებული.

ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტთა გუნდი ფიროსმანისადმი მიძღვნილი კრეათონის გამარჯვებული გახდაკრეათონში პირველ ადგილზე გასული სტუ-ის გუნდი წარმოდგენილი იყო შემდეგი შემადგენლობით: თორნიკე დუნდუა (კაპიტანი), ნიკა კალანდარიშვილი, მათე კვირკვია სტუ-ის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტიდან და დავით დოლიკაშვილი სტუ-ის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტიდან.

პროექტში მონაწილის სტატუსით დარეგისტრირებულ სტუ-ის გუნდს ხელმძღვანელობდა სტუ-ის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, ბიზნესის ადმინისტრირების მეცნიერებათა დოქტორი მაია ბენია.

ფიროსმანის შემოქმედების თემატიკაზე შექმნილი გუნდური გრაფიკული ვერსიები კი, რომელიც სტუ-ის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტმა თეო გეგეშიძემ და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სტუდენტმა ანი ხვედელიძემ ერთობლივად წარმოადგინეს, სპეციალური პრიზით დაჯილდოვდა.

ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტთა გუნდი ფიროსმანისადმი მიძღვნილი კრეათონის გამარჯვებული გახდასტუდენტური საგანმანათლებლო შემეცნებითი კონკურსი „კრეათონი - ფიროსმანი ციფრულ სივრცეში“ 6 მაისს დასრულდა. ეს პირველი ღონისძიება იყო საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ინიცირებული პროექტისა, რომლის კონცეფცია გულისხმობს ფიროსმანის შემოქმედებაზე დაფუძნებული თემატური კულტურული ტურისტული მარშრუტის შექმნას, რომელიც ქვეყნის მასშტაბით, ფიროსმანის შემოქმედებასა და ბიოგრაფიასთან დაკავშირებულ ლოკაციებს გააერთიანებს. ამასთან, ეროვნული მუზეუმი პროექტის ფარგლებში ახორციელებს თავის უმნიშვნელოვანეს მისიას - კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ცოდნის გავრცელებას.

 

სიახლეებში დაბრუნება