ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები და ფაბლაბი, ხვალ, ფიროსმანისადმი მიძღვნილი ციფრული პროდუქტის დემონსტრირებას მოაწყობენ

ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები და ფაბლაბი, ხვალ, ფიროსმანისადმი მიძღვნილი ციფრული პროდუქტის დემონსტრირებას მოაწყობენ

02-05-2019


ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები და ფაბლაბი, ხვალ, ფიროსმანისადმი მიძღვნილი ციფრული პროდუქტის დემონსტრირებას მოაწყობენ

3 მაისს, 17:00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფაბლაბში მოეწყობა თემატური შეხვედრა საქართველოს ეროვნული მუზეუმის ეგიდით მიმდინარე სტუდენტურ შემეცნებით, შემოქმედებით კონკურს „კრეათონი - ფიროსმანი ციფრულ სივრცეში” ფარგლებში.

თემატურ შეხვედრაზე კრეათონის მონაწილე სტუდენტები გაეცნობიან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფაბლაბის კონცეფციასა და ტექნიკურ შესძლებლობებს, დაესწრებიან ფიროსმანის შემოქმედების თემატიკასთან დაკავშირებული სხვადასხვა პროექტის პრეზენტაციას, ასევე, გრაფიკული დიზაინისა და ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით ფიროსმანის შემოქმედების ბაზაზე სხვადასხვა ტიპის ნამუშევრის შექმნის შესაძლებლობებს. 

თემატური შეხვედრის დასასრულ, 18:30 საათზე, ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტების შემოქმედებითი ჯგუფი, რომელიც კონკურსში მონაწილის სტატუსით არის ჩართული, სტუ-ის ფაბლაბთან ერთად, სპეციალურად ღონისძიებისადმი მიძღვნილი ციფრული პროდუქტის დემონსტრირებას მოაწყობს.


 

სიახლეებში დაბრუნება