კრეათონი - ფიროსმანი ციფრულ სივრცეში

კრეათონი - ფიროსმანი ციფრულ სივრცეში

19-04-2019


კრეათონი - ფიროსმანი ციფრულ სივრცეში

3-6 მაისს, ქართული სამუზეუმო კულტურული მემკვიდრეობის უმნიშნველოვანესი საგანძურის - ნიკო ფიროსმანის შემოქმედების მზარდი საერთაშორისო წარმატების გათვალისწინებით, საქართველოს ეროვნული მუზეუმის ეგიდით გაიმართება შემეცნებითი, შემოქმედებითი კონკურსი - „კრეათონი - ფიროსმანი ციფრულ სივრცეში".  

პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს ქართული კულტურული მემკვიდრეობის პოზიციონირებას და მისი პოტენციალის ეფექტურ ინტეგრირებას ქვეყნის განვითარების სხვადასხვა სექტორსა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. 

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში მოქმედი უნივერსიტეტების სტუდენტებს. საკონკურსო დავალებები გულისხმობს ნიკო ფიროსმანის შემოქმედების ირგვლივ სხვადასხვა ტიპის ნამუშევრის შექმნას გრაფიკული დიზაინისა და ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით.

დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში სტუდენტები:

  • აიმაღლებენ ცოდნას ნიკო ფიროსმანის შემოქმედების შესახებ;
  • მიიღებენ ინფორმაციას კულტურის თანამედროვე ხედვის, კულტურის სფეროში ციფრული და ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ;
  • ექნებათ პროფესიული ურთიერთობა კულტურის, ხელოვნების, გრაფიკული დიზაინის, ციფრული ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების სფეროს სპეციალისტებთან;
  • შეძლებენ, საკუთარი შესაძლებლობები გამოსცადონ შემოქმედებითობის, კონკურენტულ გარემოში მუშაობის, პროფესიული უნარების მხრივ;
  • მიიღებენ შეფასებას დარგის პროფესიონალებისგან წარმოდგენილი ჟიურის მხრიდან;
  • ექნებათ შესაძლებლობა, მოიპოვონ ორიგინალური, საპატიო პრიზები;
  • კონკურსის ფარგლებში გამოვლენილი წარმატებული სტუდენტები დასაქმდებიან პროექტის მომდევნო ეტაპების განსახორციელებლად;

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სტუდენტების ჯგუფებმა უნდა გაიარონ ელექტრონული რეგისტრაცია.

*რეგისტრაციის ბოლო ვადაა 30 აპრილი. 

პროექტის ორგანიზატორები არიან: საქართველოს ეროვნული მუზეუმისაქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოჯეოლაბიციფრული შემოქმედებითი სარეკლამო სააგენტო - ლივინგსტონი და სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერია


 

სიახლეებში დაბრუნება