ბრძანება

10-04-2008
                ს.ს.ი.პ.
,,საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი”
              ბრძანება
  -----------------------------------N------------------
    სტუდენტთა N76 ღია სამეცნიერო
   ტექნიკური კონფერენციის ჩატარების
               შესახებ
 
 
 
 
სტუდენტთა ღია სამეცნიერო კონფერენციის მაღალ დონეზე ჩატარების მიზნით ვბრძანებ:
 
 
 
 
  1. სტუ-ს ღია სამეცნიერო ტექნიკური კონფერენციის ძირითადი ეტაპი (მოსმენა) ჩატარდეს 12, 13, 14 მაისს;
 
  1. კონფერენციაში მონაწილე სტუდენტი ვალდებულია 2 მაისამდე თემის ერთი ეგზემპლარი წარადგინოს შესაბამის დეპარტამენტში (სექციაზე);
 
  1. კონფერენცია გაიხსნას 12 მაისს, 11:00 საათზე, სტუ-ს დიდ სააქტო დარბაზში;
 
  1. დეპარტამენტების (სექციების) ხელმძღვანელებმა არა უგვიანეს 21 აპრილამდე სტუდენტთა ღია სამეცნიერო კონფერენციის გეგმით განსაზღვრული შესაბამისობით სტუდენტებთან, კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის და კარიერის სექტორში წერილობით წარმოადგინონ ჟიურის შემადგენლობები;
 
  1. კონფერენციის შედეგების მიხედვით შერჩეულ საუკეთესო ნაშრომებს მიეცეთ წარდგინება სტუ-ს სამეცნიერო ნაშრომების კრებულში გამოსაქვეყნებლად;
 
 
  1. კონფერენცია ჩატარდეს  კონფერენციის ჩატარების დამტკიცებული გეგმის შესაბამისად (ბრძ. 16.11.2007. 24/02 და 16.11.2007. 25/02)
 
 
 
 
საფუძველი: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებთან კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის და კარიერის სექტორის უფროსის ბორის გითოლენდიას წარდგინება.
 
 
 
 
 
რექტორი, პროფესორი                                   ა. მოწონელიძე
 
 
ვიზები:
 
სტუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                   ქ. ქოქრაშვილი
 
ხარისხის მართვის უზრუნველყოფის
სამსახურის უფროსი                                     ს. ესაძე
 
სწავლების და მეცნიერების
სამმართველოს უფროსი                                  ი. ლომიძე
 
სტუდენტებთან კურსდამთავრებულებთან
ურთიერთობის და კარიერის
სექტორის უფროსი                                       ბ. გითოლენდია
 
სამართლებრივი უზრუნველყოფის
სამსახურის უფროსი                                     ბ. მაისურაძე

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები