ყურადღება!

04-09-2013
მობილობის მსურველთა საყურადღებოდ !
 
1. ა(ა)იპ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლების ყველა საფეხურზე მობილობის მსურველი  ვალდებულია განახორციელოს საკუთარი განაცხადის რეგისტრაცია საჯარო სამართლის იურიდიული პირი _ განათლების ხარისხის განვითარების  ეროვნული ცენტრის ელექტრონულ პორტალზე www.eqe.ge, 2013 წლის 12 აგვისტოდან 30 აგვისტოს ჩათვლით;
 
2. პირი, რომელიც  მოიპოვებს სტუ-ში ჩარიცხვის უფლებას, რაც ფიქსირდება განათლების ხარისხის განვითარების  ეროვნული ცენტრის www.eqe.ge ელექტრონულ პორტალზე, ვალდებულია მიმართოს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს განცხადებითა და თანდართული დოკუმენტაციით (თბილისი, კოსტავას 77, ადმინისტრაციული კორპუსი, მესამე სართული, ოთახი №350); საბუთები მიიღება 2 სექტემბრიდან 12 სექტემბრის ჩათვლით ყოველდღე გამოსასვლელი დღეებისა და კვირის გარდა, 1000 საათიდან 1600 საათამდე
 
3. მობილობის მსურველი, რომელიც დადგენილ ვადაში არ მიმართავს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს  განცხადებით და საჭირო თანდართული დოკუმენტაციით, კარგავს აღნიშნულ ფაკულტეტზე/პროგრამაზე ჩარიცხვის უფლებას.
 
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
  1. განცხადება;
  2. პირადობის მოწმობის დედანი და ასლი;
  3. სასწავლო ბარათი (ნიშნების ფურცელი) დამოწმებული ბეჭდით;
  4. ატესტატის (დიპლომის) ასლი;
  5. ეროვნული გამოცდების სერტიფიკატის დედანი და ასლი (არსებობის შემთხვევაში);
  6. ჩარიცხვის ბრძანების ასლი, დამოწმებული ბეჭდით;
  7. სამხედრო მიწერის მოწმობის დედანი და ასლი (ვაჟებისათვის).
შენიშვნა: მობილობის წესით დოქტორანტურაში ჩარიცხვა ხდება სტუ-ს სადისერტაციო საბჭოსა და დოქტორანტურის შესახებ დებულების მე-15 მუხლის შესაბამისად, საფაკულტეტო დროებითი კომისიის დასკვნის საფუძველზე.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები