განცხადება

19-07-2013
განცხადება
                          
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინსტიტუტი ტექინფორმი აცხადებს ღია კონკურსს სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელთა თანამდებობების დასაკავებლად:
  • ანალიზისა და საინფორმაციო რესურსების დეპარტამენტის ხელმძღვანელი/მთავარი  მეცნიერი თანამშრომელი (1 საშტატო ერთეული);
  • საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი/მთავარი მეცნიერი თანამშრომელი (1 საშტატო ერთეული).
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმა­ციის დარგის სპეციალისტებს, რომელთაც გააჩნიათ დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული (მეცნიერებათა კანდიდატის, დოქტორის) ხარისხი.
კონკურსანტს უნდა გააჩნდეს აღნიშნულ სფეროში მუშაობის არა ნაკლებ 5 წლის სტაჟი.
კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა საკონკურსო განცხადებას თან უნდა დაურთოს:
  • განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;  
  • კალენდარული ავტობიოგრაფია (CV);
  • დასაკავებელი თანამდებობის შესაბამისი აკადემიური, ან მასთან გათანაბრებული ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ასლი;
  • გამოქვეყნებული, მათ შორის ბოლო 5 წლის განმავლობაში სამეცნიერო ნაშრომების ჩამონათვალი;
  • ერთი სამეცნიერო ნაშრომის/სტატიის ასლი, რომელიც განმცხადებლის აზრით უკეთესად წარმოაჩენს მის სამეცნიერო პოტენციალს/კვლევის უნარს;
  • შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის განვითარების ხედვა (საკვლევი პრობლემები, მოსალოდნელი შედეგები, საჭირო რესურსები და ა.შ);
  • შესაბამისი დარგის 3 მეცნიერის საკონტაქტო ინფორმაცია, რომელთაც შეიძლება რეკომენდაცია გაუწიონ განმცხადებელს (სახელი, გვარი, ტელეფონი,  ელექტრონული ფოსტა);
  • სამეცნიერო გრანტების, სამეცნიერო მოღვაწეობასთან დაკავშირებული სხვა დამადასტურებელი დოკუმენტაციის ჩამონათვალი (სასურველია);
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საბუთები მიიღება 2013 წლის 19 ივლისიდან 20 აგვისტოს  1700 საათამდე.  
კონკურსის შედეგები გამოცხადდება 2013 წლის   29 აგვისტოს;
საბუთები მიიღება  ინსტიტუტ  ტექინფორმში, ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა. მისამართი: 0179, თბილისი, კოსტავას ქ. 47, მე-6 სართული, ოთახი 18.
კონკურსში მონაწილეობისათვის აუცილებელია საბუთები წარმოდგენილი იყოს ბეჭდური და  ელექტრონული ფორმით.
საბუთების ელექტრონული ვერსია უნდა იქნეს მოწოდებული დისკით, ან გაიგზავნოს მისამართზე: tech@caucasus.net.
 
დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ:
ტელ:   233  53  15,      233  51  22.
პასუხისმგებელი პირი  -  მეგი თათარაშვილი

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები