საზაფხულო სასწავლო კურსები 2008

31-03-2008
საზაფხულო სასწავლო კურსები 2008
 
უტრეხტის უნივერსიტეტი (ნიდერლანდები)
 
უტრეხტის უნივერსიტეტი (ნიდერლანდები) აცხადებს ადამაინს უფლებათა დაცვის სფეროში დაინტერესებულ მსურველთა მიღებას საზაფხულო სასწავლო კურსებზე.
კურსების პირველი კვირა ჩატარდება ჰააგაში (ნიდერლანდები). ლექციები და სემინარები შეეხება ადამიანის უფლებების დაცვის უნივერსალურ მექანიზმებსა და მათ ეფექტურობას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სოციალურ-ეკონომიკური უფლებებისა და მათი პასუხისმგებლობის განვითარებას. ასევე, ლექციების თემა ითვალისწინებს საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო სასამართლოს კურსს.  
მეორე სასწავლო კვირის დასაწყისში მოსწავლეები გაემგზავრებიან სტრასბურგში (საფრანგეთი) ადამიანის უფლებების დაცვის ევრო სამართლოს გასაცნობად.
ხოლო კვირის დარჩენილი ნაწილი ჩატარდება და დასრულდება ლევანში (ბელგია) სპეციალური სესიებით ადამიანის უფლებების მსოფლიო დეკლარაციის მე-6 წლისთავთან დაკავშირებით.
 
სასწავლო ენა - ინგლისური.
 
დამატებითი ინფორმაციისათვის:

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები