საზაფხულო სკოლა

10-07-2013
საერთაშორისო საზაფხულო სკოლა ლიდერობაზე (ISS) 2013
 
14-24 აგვისტოს ტარდება ყოველწლიური საერთაშორისო საზაფხულო სკოლა  ლიდერობაზე (International Summer School on Leadership), რომელსაც The International Spark Program და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი ატარებენ. საზაფხულო სკოლა ტრადიციულად ჩატარდება ბაზალეთის სასწავლო ცენტრში.
ISS საშუალებას აძლევს უნივერსიტეტის სტუდენტებს განავითარონ ლიდერული მონაცემები და გახდნენ საკუთარი საზოგადოების ლიდერები.
 
სწავლების სტილი:
● ჯგუფური სამუშაოები
● პრაქტიკული სამუშაოები
● ინტერაქტიული პროექტები
 
ISS არის უნიკალური საგანმანათლებლო შემოთავაზება საქართველოში, რადგანაც ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა სტუდენტებისთვის, მოუსმინონ ჰარვარდელ ინსტრუქტორებს, რომლებიც სპეციალურად საზაფხულო სკოლისთვის ჩამოდიან საქართველოში და ასევე, გაეცნონ სწავლების განსხვავებულ მეთოდებს. ISS-ის
სილაბუსი სპეციალურად ისეა შედგენილი, რომ სტუდენტებმა ისწავლონ კრეატიულად აზროვნებით და არა ფაქტების დამახსოვრებით. სწავლების უმეტესი ნაწილი იქნება ე.წ. ქეის სთადების ფორმატით, რაც ჰარვარდის ბიზნესის სკოლის სწავლების მეთოდის მსგავსია და ეხმარება სტუდენტს, უფრო მეტად ჩაერთოს სწავლების პროცესში.
სტუდენტები ISS-ში მიღებულ ცოდნას და უნარ-ჩვევებს პრაქტიკულად განახორციელებენ პროექტების სახით ბოლო რამოდენიმე დღის განმავლობაში. სტუდენტები იმუშავებენ პატარა ჯგუფებში, სადაც მათ საშუალება ეძლევათ იმუშაონ მათთვის საინტერესო პრობლემის მოგვარებაზე. ჯგუფური სამუშაო, ასევე მოიცავს ერთდღიან პრაქტიკას თბილისში.
 
პროგრამის სპონსორები არიან:
● თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი - გენერალური სპონსორი და ორგანიზატორი
● BP British Petroleum Georgia - პლატინუმ სპონსორი
● ბანკი კონსტანტა - ბრინჯაოს სპონსორი
 
მონაწილეობის კრიტერიუმები:
● ინგლისური ენის ცოდნა (საზაფხულო სკოლა ინგლისურ ენაზე ჩატარდება)
● მონაწილეობის მსურველი უნდა იყოს ბაკალავრიატის პირველი ან მეორე კურსის სტუდენტი
● მონაწილეობის მსურველი არ უნდა იყოს ISS-ის 2010, 2011 ან 2012 წლის კურსდამთავრებული
 
აპლიკაციის შევსების ბოლო ვადაა 31 ივლისი.
 
დამატებითი ინფორმაციისთვის და აპლიკაციის შესახებ იხილეთ:
 
შეკითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით:
ჯულიან რაიანი
ნათია შარიქაძე
 
 

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები