საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი პროფესიულ პროგრამებზე მიღებას აცხადებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი პროფესიულ პროგრამებზე მიღებას აცხადებს

06-04-2019

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, 2019-2020 სასწავლო წლისთვის, მოდულურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე საგაზაფხულო მიღებას აცხადებს. 

საბაზო და საშუალო განათლების მქონე საქართველოს მოქალაქეებს, შესაძლებლობა აქვთ სახელმწიფოს სრული დაფინანსებით დაეუფლონ  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ შეთავაზებულ პროფესიებს.

მსურველთა რეგისტრაცია წარიმართება 2019 წლის 8 აპრილიდან 19 აპრილის  ჩათვლით, ყოველდღე, 10:00-დან 16:00 საათამდე, შაბათ-კვირისა და ოფიციალური უქმე დღეების გარდა, მისამართზე: თბილისი, კოსტავას 77, სტუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი, მე-3 სართული, ოთახი №352. რეგისტრაციისთვის აპლიკანტებმა უნდა წარმოადგინონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

რეგისტრაციის გავლა პირადობის მოწმობით შესაძლებელია საქართველოს მასშტაბით არსებულ საგანმანათლებლო რესურსცენტრებსა და პროფესიულ სასწავლებლებში. აპლიკანტებს, ასევე, საშუალება ეძლევათ ონლაინ რეგისტრაცია გაიარონ ვებ-გვერდზე: vet.emis.ge
რეგისტრაცია შესაძლებელია ერთი მიმართულების ქვეშ არსებულ რამდენიმე პროგრამაზე.

 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის  
მოდულური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი:

პროგრამის დასახება

საფეხური

ადგილების რაოდენობა

კრედიტები

სწავლის ხანგრძლივობა (თვე)

1.

კომპიუტერული საინჟინრო გრაფიკის ოპერატორი

III

19

66 (ქართულენოვანი)     
81 (არაქართულენოვანი)

11
13

სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის ტყიბულის
სამთო-ტექნოლოგიური ინსტიტუტი

პროგრამის დასახება

საფეხური

ადგილების რაოდენობა

კრედიტები

სწავლის ხანგრძლივობა

1.

სამთო ტექნიკოსი

III

5

60(ქართულენოვანი)
75 (არაქართულენოვანი)

10
13

2.

სამთო ელექტრომექანიკოსი

III

5

                 60 (ქართულენოვანი)
75 (არაქართულენოვანი)

10
13



 

სიახლეებში დაბრუნება