სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა რეგისტრაცია პროფესიულ პროგრამებზე

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა რეგისტრაცია პროფესიულ პროგრამებზე

08-04-2019

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა რეგისტრაცია პროფესიულ პროგრამებზე8 აპრილს იწყება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების (სსსმ) და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) აპლიკანტთა რეგისტრაცია  პროფესიულ პროგრამებზე.
2013 წლის შემოდგომიდან პროფესიულ საგანმანათლებლო  პროგრამებზე ხორციელდება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა ჩარიცხვა. ინიციატივის მიზანია, ხელი შეუწყოს ინკლუზიური პროფესიული განათლების დანერგვას და სპეციალური საჭიროების მქონე პირთათვის პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობას, პოპულარიზაცია გაუწიოს დასაქმების თანაბარი უფლების აღიარებას და უზრუნველყოფას, ხელი შეუწყოს სსსმ/შშმ პირისტრანზიციის პროცესს ზოგადსაგანმანათლებლო სისტემიდან პროფესიული განათლების სისტემის გავლით დასაქმების ბაზრამდე.
შშმ და სსსმ პირებს, ჩვეულებისამებრ, შესაძლებლობა ეძლევათ დარეგისტრირდნენ სასურველ პროგრამებზე. მულტიდისციპლინური გუნდის შეფასების შედეგად, სპეციალური საგანმანთლებლო საჭიროების მქონე პირის სტატუსის დადგენის შემთხვევაში, ისინი სარგებლობენ ალტერნატიული პროფესიული უნარების მოსინჯვით. 
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2019 წლის საგაზაფხულო მიღებისათვის რეგისტრაცია იწყება  2019წლის 8 აპრილიდან და გაგრძელდება 19 აპრილის ჩათვლით. აპლიკანტს რეგისტრაციის გავლა შეუძლია:

  • საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ყოველდღე 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, კვირის გარდა. (თბილისი, კოსტავას 77, ადმინისტრაციული კორპუსი,   მე-3 სართული, N352 მოდულური პროგრამები); 
  • ონლაინ რეგისტრაციისთვის აპლიკანტმა განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის სპეციალურ პროგრამაში (vet.emis.ge) უნდა გაიაროს რეგისტრაცია და შექმნას პირადი მომხმარებელი. სსს/შშ მქონე აპლიკანტმა, აუცილებლად უნდა მონიშნოს სარეგისტრაციო გრაფაში მოცემული ველი ,,სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირი’’;
    რეგისტრაციის ინსტრუქცია იხილეთ >>>  https://vet.emis.ge/resource/manual-new.pdf
  • საგანმანათლებლო რესურს-ცენტრებში. 

რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტი:  პირადობის  დამადასტურებელი მოწმობა.

საკონტაქტო პირები:
ინკლუზიური პროფესიული განათლების სპეციალისტი: თამარ კობერიძე (555 535 282);
სსსმ პირთა ასისტენტი: თამუნა მახარაშვილი (598 47 40 77).



 

სიახლეებში დაბრუნება