პოლონელი სტუმრები

28-06-2013
პოლონელი სტუმრები სტუ-ში
 
28 ივნისს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს  ვარშავის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ოფიციალური დელეგაცია ესტუმრა, ვარშავის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის რექტორისა და ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლებით.
ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ვარშავის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს შორის.
სამუშაო შეხვედრაზე განხილული იქნა აღნიშნულ უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის საკითხები  და სამომავლო ინიციატივები. სტუმრებმა, ასევე, დაათვალიერეს სტუ-ის სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორიები და ცენტრები.
 
 
 

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები