მემორანდუმი

27-06-2013
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემიასა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა
 
27 ივნისს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემიასა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემიის დირექტორმა სერგო ნოზაძემ და სტუ-ის რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა.
სტუ-ის სტუდენტები პრაქტიკას ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში გაივლიანაღსანიშნავია, რომ ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში შეიქმნა სპეციალური სასწავლო პროგრამა. მემორანდუმის ფარგლებში, ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტის სამართლის დეპარტამენტის მე-4 კურსისა და მაგისტრატურის სტუდენტები პრაქტიკას აკადემიაში სწორედ ამ პროგრამის ფარგლებში გაივლიან.
აღნიშნული ინიციატივა ეკუთვნის სამართლის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ირაკლი გაბისონიასა და სამართლის კლინიკის ხელმძღვანელს, ანა ფუტკარაძეს.
 
სტუ-ის სტუდენტები პრაქტიკას ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში გაივლიან

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები