უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების გეგმები და ხედვები - შეხვედრა ტექნიკურ უნივერსიტეტში

უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების გეგმები და ხედვები - შეხვედრა ტექნიკურ უნივერსიტეტში

15-03-2019 საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის რექტორი - აკადემიკოსი არჩილ ფრანგიშვილი, სტუ-ის ფაკულტეტების დეკანები, სტუდენტები, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი, დღეს, განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის დირექტორს - გიორგი ვაშაკიძესა და ცენტრის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებს შეხვდნენ. 

შეხვედრა, რომელიც განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის აქტიური საკომუნიკაციო კამპანიის ფარგლებში შედგა, მიზნად ისახავდა უმაღლესი და პროფესიული განათლების ხარისხის განვითარების მიმართულებით ცენტრის აქტუალური მიღწევებისა და სამომავლო გეგმების გაცნობას.

ცენტრის დირექტორმა წარადგინა პრეზენტაცია - „უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარება - ხედვები და გეგმები“. როგორც გიორგი ვაშაკიძემ აღნიშნა, ცენტრის ყველა მიღწევა და სამომავლო გეგმები ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას ემსახურება, რაც საბოლოო ჯამში, ევროპის უმაღლესი განათლების სივრცეში საქართველოს განათლების სისტემის ინტეგრაციას უზრუნველყოფს.

 

სიახლეებში დაბრუნება