სამაგისტრო სტიპენდიათა პროგრამა

18-06-2013
სტეფან ბანახის სამაგისტრო სტიპენდიათა პროგრამა
 
პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო, პოლონეთის რესპუბლიკის მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების სამინისტროსთან ერთად აცხადებს სტეფან ბანახის სტიპენდიათა პროგრამას მაგისტრებისთვის ტექნიკური, გარემოს დაცვის, სამეცნიერო, ეკონომიკური აკადემიური ხარისხის მისაღებად. სწავლების პირველი წლის შემდეგ სტუდენტს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ერაზმუს მუნდუსის სტუდენტურ გაცვლით პროგრამაში. პოლონეთის უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში სტუდენტებს ასევე, შესაძლებლობა ექნებათ გაიარონ ხანმოკლე სტაჟირება პოლონეთში და მონაწილეობა მიიღონ პოლონური ენის საზაფხულო კურსში სწავლის დაწყებამდე.
 
განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 21.06.13.
 
დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ: www.buwiwm.edu.pl.
 
საკონტაქტო პირი:
ირჟი როჰოჟინსკი (Jerzy Rohoziński)

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები