დაჯილდოება

07-06-2013
გამოჩენილ ქართველ მეცნიერს ლევან მახარაძეს ელიზბარ მინდელის სახელობის პრემია გადაეცა
 
ცნობილი ქართველი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის ელიზბარ მინდელის სახელობის პრემია ყოველწლიურად გადაეცემა სამთო ტექნოლოგიების მიმართულებით შესრულებული საუკეთესო სამუშაოს ავტორს. მიმდინარე წელს საქართველოს სამთო საზოგადოების საკონკურსო კომისიამ საუკეთესო ნამუშევრად ცნო ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორის, სრ. პროფესორის ლევან მახარაძის სახელმძღვანელო ,,სამთო საწარმოთა ტრანსპორტის სპეციალური სახეობები, წიგნი II, მყარი ფხვიერი მასალების მილსადენი ჰიდროტრანსპორტი“ და მას გადაეცა 2013 წლის ე. მინდელის სახელობის პრემია.
საქართველოს სამთო საზოგადოება და სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის თანამშრომლები გულითადად  ულოცავენ ბ-ნ ლ. მახარაძეს აღნიშნულ ჯილდოს.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები