ღია კონკურსი

05-06-2013
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად 
 
 
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (შემდგომში უნივერსიტეტი) აცხადებს ღია კონკურსს 2013-2014 სასწავლო წლიდან 4 წლის ვადით აკადემიური თანამდებობების (სრული პროფესორი, ასოცირებული პროფესორი და ასისტენტ-პროფესორი) დასაკავებლად შემდეგ ფაკულტეტებზე:
1. სამშენებლო (კოსტავას ქ. N68, I კორპუსი, ოთახი N525, .ტ.: 236 43 28);
2. ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის (კოსტავას ქ. N77, VIII კორპუსი, ოთახი N408,  ტ. 236  51 72);
3. სამთო-გეოლოგიის (კოსტავას ქ. N77, III კორპუსი, ოთახი N306, ტელ.: 238-00-50);
4. ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის (კოსტავას ქ. N67. II კორპუსი, ოთახი N401,  ტ. 236  38 07);
5. სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის (კოსტავას ქ. N68, I კორპუსი, ოთახი N550, ტ. 236 42 00);
6. არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის (კოსტავას ქ. N68, I-c კორპუსი, ოთახი N402, ტ. 233 71 63);
7. ბიზნეს-ინჟინერინგის (კოსტავას ქ. N77, ადმინისტრაც. კორპუსი, II სართული, შეხვედრების ოთახი, ტ.: 236  52 73);
8. ინფორმატიკისა და მართვის სისტემების (კოსტავას ქ. N77, VIII კორპუსი, III სართული, ოთახი N306,  ტ.: 236  38 87);
 
I.    განცხადებების მიღების და კონკურსის ჩატარდების ვადები
 
 კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის დამატებითი ინფორმაციის გაცემა (მათ შორის საკონკურსო ადგილების რაოდენობა აკადემიური დეპარტამენტის სწავლების ყველა საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის საგნების/მონათე­სავე საგანთა ჯგუფის მიხედვით და სხვ.) და განცხადებების მიღება იწარმოებს საკონკურსო კომისიების მიერ, გამოცხადე­ბიდან ერთი თვის შემდეგ, 2013 წლის 8 ივლისიდან 22 ივლისის ჩათვლით ყოველ დღე (დასვენებისა და უქმე დღეების გარდა), 1000-დან 1500 საათამდე.
კონკურსი ჩატარდება 23 ივლისიდან 9 აგვისტოს ჩათვლით. საკონკურსო კომისიების მიერ კონკურსის შედეგები გამოქვეყნდება არაუგვიანეს 2013 წლის 9 აგვისტოს, შესაბამისი საკონკურსო კომისიის საინფორმაციო დაფასა და უნივერსიტეტის ვებგვერდზე: www.gtu.ge
კონკურსში გამარჯვებულ პირებთან შრომითი ხელშეკრულებები გაფორმდება 2013 წლის 1 სექტემბრიდან.
 
II. საკონკურსო პირობები
 
1. კონკურსის ძირითადი პირობები:
ა) სრულ პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არა ნაკლებ 6 წლის გამოცდილება;
ბ) ასოცირებულ პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არა ნაკლებ 3 წლის გამოცდილება;
გ) ასისტენტ-პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი ან დოქტორანტი.
2. კონკურსში მონაწილეობის მსურველმა შესაბამის საკონკურსო კომისიაში პირადად უნდა წარადგინოს:
ა) სათანადო ფორმით შედგენილი და ხელმოწერილი განცხადება და ანკეტა (ფორმები იხ. სტუ-ს ვებგვერდზე), აგრეთვე მათში წარმოდგენილი ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია: დიპლომი, სერტიფიკატი, მოწმობა, სიგელი, ცნობა და ა.შ. (დედანი და ასლი);
ბ) სამეცნიერო/აკადემიური ხარისხის ან დოქტორანტურაში სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი და ასლი);
გ) სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილების (სტაჟის) დამადასტურებელი საბუთი (საბუთები), დამოწმებული შესაბამისი ორგანიზაციის/დაწესებულების ბეჭდით;
დ) სამეცნიერო და სასწავლო-მეთოდური ნაშრომების ნუსხა, დამოწმებული შესაბამისი დაწესებულების/ ორგანიზაციის კომპეტენტური პირის ხელმოწერითა და ბეჭდით (დამოწმება ასევე შესაძლებელია უნივერსიტეტის შესაბამისი აკადემიური დეპარტამენტის ხელმძღვანელის ხელმოწერითა და აკადემიური დეპარტამენტის/ ფაკულტეტის ბეჭდით);
ე) იმ საკონკურსო საგნების ჩამონათვალი, რომლებშიც კონკურსანტს შეუძლია სალექციო და/ან სხვა სახის მეცადინეობების კურსის გაძღოლა.
ვ) პირადობის მოწმობა (დედანი და ქსეროასლი);
ზ) 2 ფოტოსურათი, 3X4.
 
 
III. კონკურსში მონაწილეთა შეზღუდვა
1. კონკურსში არ დაიშვება პირი, რომელსაც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიური თანამდებობის დაკავება შეზღუდული აქვს მოქმედი კანონმდებლობით.
2. აკადემიური საბჭო ხმათა კვალიფიციური უმრავლესობით (2/3-ით), ფარული კენჭისყრით, ინდივიდუალურად წყვეტს 65 წლისა და მეტი ასაკის მქონე პირის მიერ აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობის საკითხს.
3. პირი, რომელიც მუშაობს სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში (სრული საშტატო ერთეული), მოცემულ კონკურსში სრულ საშტატო ერთეულზე გამარჯვების შემთხვევაში ვალდებული იქნება არსებული სამსახურიდან გათავისუფლდეს ან გადავიდეს ნახევარ საშტატო ერთეულზე 2013-2014 სასწავლო წლის დაწყებამდე.
IV. კონკურსის ჩატარების წესი
 
1. კონკურსი ჩატარდება “უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის”, უნივერსიტეტის წესდებისა და “აკადემიურ თანამდებობებზე კონკურსის ჩატარების წესის შესახებ” დებულების შესაბამისად, რომლებსაც კონკურსანტი გაეცნობა საკონკურსო კომისიებში და უნივერსიტეტის ვებგვერდზე.
2. საკონკურსო კომისიის მიერ გათვალისწინებული იქნება: კონკურსანტის კვალიფიკაციისa da კომპეტენციის შესაბამისობა საკონკურსო თანამდებობასთან, მათ შორის საკონკურსო თანამდებობის პროფილის შესაბამისი სამეცნიერო-კვლევითი, საინჟინრო, სასწავლო-მეთოდური და პედაგოგიური საქმიანობა; სხვა აქტიურობები, მიღწევები, კვალიფიკაციები, გამოცდილება და დამსახურება; ასევე (კომისიის გადაწყვეტილებით) კონკურსანტის მიერ ჩატარებული ლექციის ან/და საკონკურსო კომისიის მიერ კონკურსანტთან (კონკურსანტებთან) ჩატარებული ინტერვიუს შედეგები.
3. კონკურსის  შედეგების გასაჩივრება შესაძლებელია სასამართლოში, თანახმად მოქმედი კანონმდებლობისა.
 
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის
აკადემიური საბჭო

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები