Erasmus+ გაცვლითი პროგრამა მონპელიეს უნივერსიტეტში სუპაგრო - 2019/20 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრი

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა მონპელიეს უნივერსიტეტში სუპაგრო - 2019/20 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრი

13-03-2019 მონპელიეს უნივერსიტეტი სუპაგრო (საფრანგეთი) (Montpellier SupAgro) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2019-2020 აკადემიური წლის საშემოდგომო სემესტრისთვის (I სემესტრი).

შერჩევის პროცედურა

მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის:

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 15.04.19.
შიდა საუნივერსიტეტო ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2019 წლის 20 აპრილამდე.
ნომინანტების წარდგენის ვადა: 30.04.19. 

მონპელიე სუპაგროში ERASMUS+ პროგრამასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

ERASMUS+ სტუდენტებისთვის სხვა სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ აქ.

სტუდენტს მოეთხოვება მინიმუმ 30 ECTS კრედიტის დაგროვება ერთი სემესტრის განმავლობაში.

შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭებათ აპლიკანტებს, რომლებსაც აქვთ შეფასების მაღალი საშუალო ქულა (GPA) და უცხოური ენის ფლობის შესაბამისი მაღალი დონე (B2).

უპირატესობა მიენიჭებათ კონკურსანტებს, რომლებსაც მანამდე არ მიუღიათ გრანტები ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ერაზმუს მუნდუსის, ერაზმუს+ მობილობის პროგრამების ფარგლებში.

ერთნაირი მონაცემების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება სოციალურად დაუცველს ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს.

(უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია მაგისტრატურისა და დოქტორანტურის 1 სტუდენტის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან მონპელიეს უნივერსიტეტში სუპაგრო და პრიორიტეტულია სასოფლო-სამეურნეო მიმართულებებთან დაკავშირებული საგანმანათლებლო კურსები).

 

სიახლეებში დაბრუნება