საინფორმაციო დღე - ნატო-ს მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის პროგრამა

საინფორმაციო დღე - ნატო-ს მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის პროგრამა

08-03-2019 13 მარტს, 16:00 სთ., საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით, სამინისტროს საკონფერენციო დარბაზში (მისამართი: სანაპიროს ქუჩა N4, სართული 5) გაიმართება საინფორმაციო დღე ნატო-ს "მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის პროგრამის” თაობაზე (სამუშაო ენა ქართული).

ნატო-ს მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოების პროგრამას საფუძველი ჩაეყარა 1956 წელს, როდესაც დაიწყო მუშაობა ნატო-ს ფარგლებში არასამხედრო თანამშრომლობისა და კოორდინაციის გაღრმავების მიზნით. 

პროგრამა წარმოადგენს დიალოგისა და თანამშრომლობის მექანიზმს ნატოსა და მის პარტნიორ ქვეყნებს შორის, რომლის მიზანია ნატოს სტრატეგიული ამოცანების შესაბამისად სამოქალაქო მეცნიერებისა და ინოვაციების კუთხით თანამშრომლობა.

საქართველო 1994 წლიდან აქტიურადაა ჩართული ,,მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის" პროგრამაში. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, ნატოსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის პერსპექტივები ისეთ სფეროებში განიხილება, როგორებიცაა მეცნიერება, გარემოს დაცვა, კიბერუსაფრთხოება, ენერგეტიკული უსაფრთხოება, ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოაქტიური და ბირთვული თავდაცვა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებული საკითხები.

პროგრამის ფარგლებში ხდება როგორც ფინანსური, ასევე ექსპერტული მხარდაჭერა.

პროგრამა ახორციელებს თანამშრომლობას ქვემოთ ჩამოთვლილი 3 საგრანტო მექანიზმის ფარგლებში, ესენია:

მრავალწლიანი კვლევითი პროექტები (Multi-YearResearchProjects);
კვლევითი სემინარები (AdvancedResearchWorkshops);
სასწავლო კურსები (AdvancedTrainingCourses).

მიმდინარე წელს საპროექტო წინადადებების წარდგენის ბოლო ვადაა 1 ივნისი.

ღონისძიებაზე დასწრების მსურველებმა უნდა დაადასტურონ მონაწილეობა შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Horizon2020Georgia@gmail.com

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიმართონ სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროს სპეციალისტს ნინო წერეთელს (ტელ.: 591 71 00 12; ელ-ფოსტა: n.tsereteli1@msy.gov.ge).

 

სიახლეებში დაბრუნება