გამოფენა

29-05-2013
დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტი
 
პრესრელიზი
 
2013 წლის 30 მაისს გაიმართება ,,დანტეს“ ხელოვნების სკოლის“  გამოფენა.
 
(ორგანიზატორი ,,დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტი“)
 
ღონისძიება ეძღვნება ბავშვთა საერთაშორისო დაცვისა და ,,დანტეს დაბადების“ დღეს, რომელიც ყოველი სასწავლო წლის ბოლოს ტრადიციულად აღინიშნება. ღონისძიების ფარგლებში გაიმართება ,,დანტეს“ ხელოვნების სკოლის მოსწავლეების ფერწერული, სკულპტურული და ხელოვნების სხვა დარგების მხატვრული ნამუშევრების გამოფენა.  დაგეგმილია აგრეთვე ბავშვებისათვის სიურპრიზებით სავსე გასართობი პროგრამა.
ღონისძიების მსვლელობისას ,,დანტეს“ ხელოვნების სკოლის“  საქმიანობისა და პერსპექტივების შესახებ ისაუბრებენ ,,დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტის“ პრეზიდენტი, პროფ. ნინო ცერცვაძე და ,,დანტეს“ ხელოვნების სკოლის არტ მენეჯერი ქ-ნი თამარ ჭაბაშვილი, აგრეთვე სიტყვით გამოვლენ მისი აღმატებულება, იტალიის ელჩი, ქალბატონი ფედერიკა ფავი და სხვა  მოწვეული სტუმრები.
ღონისძიების მსვლელობისას წარჩინებულ მოსწავლეებს გადაეცემათ პრიზები, საჩუქრები და სიგელები, კერძოდ:  კომპანია ,,ARTTIME“-ის წარმომადგენელი, ქ-ნი  ნინა თალაკვაძე სამ საუკეთესო მოსწავლეს გადასცემს  flik-flak-ის ფირმის მაჯის საათს, ხოლო ,,დანტე ალიგიერის საზოგადოების“ პრეზიდენტი, პროფ. ნინო ცერცვაძე 10 საუკეთესო მოსწავლეს დააჯილდოებს საკუთარი ავტორობით გამოქვეყნებულ ,,იტალიურ-ქართულ ლექსიკონს“.  
გამოფენაზე მოწვეულნი არიან  იტალიის აკრედიტებული საელჩოს, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს,  მეცნიერებისა და განათლების სამინისტროს, თბილისის მერიის კულტურის სამსახურის,  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, თბილისის სამხატვრო აკადემიის და სხვა კერძო და სახელმწიფო  ინსტიტუციების წარმომადგენლები.
ღონისძიების საზეიმო ნაწილი გასტანს მაქსიმუმ 3 საათს. გამოფენა მნახველებს  უმასპინძლებს 2 დღის განმავლობაში (30-31 მარტი).

ღონისძიება ტარდება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პატრონაჟით,  სპონსორები არიან:                                                           
 
მისამართი: კოსტავას 77, ტექნიკური უნივერსიტეტის მე-8 კორპ. ტელ/ფაქსი: 2 364937, მობ.: 599542289
 
"დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტი“


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები