ცენტრი „ერთად“ - სტუდენტური სამეცნიერო პროექტების მოსმენა

ცენტრი „ერთად“ - სტუდენტური სამეცნიერო პროექტების მოსმენა

06-03-2019 5 მარტს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ახალგაზრდა მეცნიერთა და სტუდენტთა ინოვაციურ საქმიანობათა ხელშემწყობ ცენტრში - „ერთად“ გაიმართა სტუდენტური სამეცნიერო პროექტების მოსმენა. პროექტების შეფასების კომისიას ხელმძღვანელობდა რექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში, პროფესორი ზურაბ გასიტაშვილი.

შეხვედრაზე მოისმინეს ნიკო მუსხელიშვილის სახ. გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორის, ფიზიკა-მათემატიკის პროფესორის ვახტანგ კვარაცხელიასა და ტექინფორმის განყოფილების ხელმძღვანელის, ფიზიკა-მათემატიკურ მეცნიერებათა კანდიდატის თემურ ჩუბინიშვილის სამეცნიერო სტუდენტური პროექტები. კომისიამ მოიწონა პროექტების აქტუალობა და რეკომენდაცია გაუწია მათ დაფინანსებისათვის.

ახალგაზრდა მეცნიერთა და სტუდენტთა ინოვაციურ საქმიანობათა ხელშემწყობ ცენტრში „ერთად“ გრძელდება სტუდენტური სამეცნიერო  პროექტების მიღება და განხილვა.
Capture.PNG

 

სიახლეებში დაბრუნება