Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ილდიზის ტექნიკურ უნივერსიტეტში - 2019/20 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრი

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ილდიზის ტექნიკურ უნივერსიტეტში - 2019/20 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრი

04-03-2019 ილდიზის ტექნიკური უნივერსიტეტი (Yildiz Technical University  – YTU) (სტამბოლი, თურქეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2019-2020 აკადემიური წლის საშემოდგომო სემესტრისთვის (I სემესტრი).

შერჩევის პროცედურა

ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის:

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 15.04.19.
შიდასაუნივერსიტეტო ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2019 წლის 20 აპრილამდე.
ნომინანტების შერჩევის ბოლო ვადა: 30.04.19.
 
ილდიზის ტექნიკურ უნივერსიტეტში Erasmus+ გაცვლითი პროგრამის შესახებ ინფორმაცია იხილეთ აქ.

ილდიზის ტექნიკურ უნივერსიტეტში ინგლისურენოვანი სასწავლო კურსების ჩამონათვალი  და აკადემიური კალენდრის შესახებ ინფორმაცია იხილეთ აქ.

საერთაშორისო სტუდენტებისთვის სხვა სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ აქ.

სტუდენტს მოეთხოვება მინიმუმ 30 ECTS კრედიტის დაგროვება ერთი სემესტრის განმავლობაში.

შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭება აპლიკანტს, რომელსაც აქვს შეფასების მაღალი საშუალო ქულა (GPA) და უცხოური ენის ფლობის შესაბამისი მაღალი დონე (B1).

უპირატესობა მიენიჭებათ კონკურსანტებს, რომლებსაც მანამდე არ მიუღიათ გრანტები ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ერაზმუს მუნდუსის, ერაზმუს+ მობილობის პროგრამების ფარგლებში.

ერთნაირი მონაცემების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება სოციალურად დაუცველს ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს.

(უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის საფეხურის 2 სტუდენტის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ილდიზის ტექნიკურ უნივერსიტეტში. პრიორიტეტულია შემდეგი საგანმანათლებლო კურსები: საზღვაო ინჟინერია (გემის არქიტექტურა), მანქანათმშენებლობა (გემთმშენებლობა), მექანიკა-მანქანათმშენებლობა, არქიტექტურა).

შერჩევის პროცედურა

აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის:

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 15.04.19.
გასაუბრება უცხოურ ენაში ჩატარდება 2019 წლის 20 აპრილამდე.
ნომინანტების შერჩევის ბოლო ვადა: 30.04.19.

აკადემიური პერსონალის შერჩევის პროცესში გათვალისწინებული იქნება CV, მათ მიერ წარმოდგენილი სამუშაო გეგმა, უცხოური ენის ცოდნის დონე და მოტივაცია.

აკადემიური პერსონალის მობილობა განხორციელდება ილდიზის ტექნიკურ უნივერსიტეტში ნომინირებისა და მიმღები უნივერსიტეტიდან დასტურის მიღების შემდეგ, მიმღებ ფაკულტეტებთან შეთანხმების მიხედვით, საშემოდგომო და საგაზაფხულო სემესტრების განმავლობაში.
 
(უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია 2 აკადემიური და 2 ადმინისტრაციული თანამშრომლის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ილდიზის ტექნიკურ უნივერსიტეტში.  პრიორიტეტულია შემდეგი საგანმანათლებლო კურსები: საზღვაო ინჟინერია (გემის არქიტექტურა), მანქანათმშენებლობა (გემთმშენებლობა), მექანიკა-მანქანათმშენებლობა, არქიტექტურა).

 

სიახლეებში დაბრუნება