საჯარო სამსახურის ეროვნული ბიურო - სტაჟირების სახელმწიფო პროგრამა

საჯარო სამსახურის ეროვნული ბიურო - სტაჟირების სახელმწიფო პროგრამა

01-03-2019 საჯარო სამსახურის ეროვნული ბიურო იწყებს სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის მე-10 ნაკადს.

სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში ჩართვა შეუძლიათ სტუ-ს ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის სტუდენტებს, რომლებიც გამოირჩევიან მაღალი აკადემიური მოსწრებით, რაც დასტურდება GPA-თი (მინიმუმ 3.0) ან საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულით (მინიმუმ “B” (81-90%) ძალიან კარგი). აგრეთვე, მონაწილეობის მიღება შეუძლიათ იმ კურსდამთავრებულებს, რომლებმაც დაასრულეს ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამა შესაბამისი აკადემიური მოსწრებით (არაუმეტეს 2 წლისა).

პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და ნიშნების ფურცელი დამოწმებული ბეჭდით და ხელმოწერით.

მსურველთა რეგისტრაცია მიმდინარეობს 1 მარტიდან 1 აპრილის ჩათვლით.

სტუ-ს სოცილურ საკითხთა, სპორტისა და კულტურის დეპარტამენტი.
მის.: კოსტავას N77. სტუ-ს ადმინისტრაციული კორპუსი, მე-2 სართული, ოთახი №266.
ტელ: 236 53 45.

 

სიახლეებში დაბრუნება