საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

20-05-2013
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია
“მსოფლიო და კავკასია“
 
17 - 19 მაისს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტის სოციალურ მეცნიერებათა დეპარტამენტის ორგანიზატორობით ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია “მსოფლიო და კავკასია“.
კონფერენციის სამუშაო ენები იყო ქართული, ინგლისური და რუსული.
კონფერენციის თემატიკა ითვალისწინებდა 11 სექციას: ნატო, ევროკავშირი და კავკასია; რუსეთი და კავკასია (ისტორია და თანამედროვეობა); აშშ და კავკასია; მსოფლიო ახალი წესრიგი და მსოფლიო პოლიტიკა; მსოფლიო გლობალური პროცესები და კულტურა, მეცნიერება, განათლება; საერთაშორისო ტერორიზმი (ისტორია და პრაქტიკა); საქართველო მსოფლიო პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სამართლებრივ სივრცეში; საერთაშორისო და რეგიონალური კონფლიქტები და კავკასია; გლობალიზაცია: პარადიგმები და დილემები; კულტურა, რელიგია, პოლიტიკა, სამართალი; კომუნიკაცია, მასმედია, ფილოლოგიურ-პუბლიცისტური ძიებანი, ხელოვნება, ლიტერატურა.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები