საერთაშორისო კონფერენცია

20-05-2013
საერთაშორისო კონფერენცია "ქიმია დღეს - 2013"
 
17-19 მაისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის (ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტი, სპორტის, კულტურის, სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის დეპარტამენტი) და საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციის ორგანიზატორობით ჩატარდა ახალგაზრდა მეცნიერთა მესამე საერთაშორისო კონფერენცია "ქიმია დღეს-2013".
კონფერენცია სასტუმრო "დიდუბე პლაზაში" გაიხსნა. მასში მონაწილეობა მიიღო ასამდე ახალგაზრდა მეცნიერ-მკვლევარმა მსოფლიოს რვა ქვეყნიდან. კონფერენციის სამუშაო თემატიკა ითვალისიწნებდა ისეთ სფეროებს, როგორიცაა: არაორგანული, ანალიზური, ორგანული ქიმია, ბიოქიმია და ფარმაკოქიმია, ქიმიური, ელექტროქიმიური და ბიოლოგიური ტექნოლოგია, ეკოლოგია და გარემოს უსაფრთხოება, ნანოტექნოლოგიები და სხვა.
ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა ქიმიისადმი ახალგაზრდების ინტერესის გაზრდა, მათი ჩართვა აქტიურ სამეცნიერო შემოქმედებით საქმიანობაში, რათა ახალგაზრდა მეცნიერ-მკვლევრებმა მოახდინონ მიღწეული შედეგებისა და გამოცდილების გაზიარება ურთიერთთანამშრომლობის ჩამოყალიბებისა და მისი შემდგომი გაღრმავებისთვის.
კონფერენციის საინფორმაციო მხარდამჭერები იყვნენ ინტერნეტჟურნალი "მასწავლებელი", სამეცნიერო-შემეცნებითი ჟურნალი "ქიმიის უწყებანი", ქიმიის პორტალი chemistry.ge. კონფერენციის პარტიონერები – სასტუმრო "დიდუბე პლაზა", ტურისტული კომპანიები "L-Tour" და "კურორტი აბათუმანი".


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები