ფაკულტეტის განვითარების პროგრამა ჩანდიგარის უნივერსიტეტში - 2019

ფაკულტეტის განვითარების პროგრამა ჩანდიგარის უნივერსიტეტში - 2019

25-02-2019 ჩანდიგარის უნივერსიტეტი (ინდოეთი) საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს იწვევს ფაკულტეტის განვითარების პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც გაიმართება 8-12 ივლისს და სადაც სხვადასხვა სფეროს ექსპერტები შესაბამისი ფაკულტეტის წარმომადგენლებთან ერთად ჩაატარებენ ტრეინინგებს დარგში მნიშვნელოვანი სიახლეებისა და მიღწევების გაცნობისა და გაზიარების მიზნით.

ფაკულტეტის განვითარების პროგრამა ორგანიზებულია სხვადასხვა დეპარტამენტისთვის. მკვლევრები თითოეული ფაკულტეტიდან დაესწრებიან ტრეინინგებსა და შეხვედრებს შესაბამის შემდეგ დეპარტამენტებში:
  • ინჟინერია,
  • მენეჯმენტი,
  • ტურიზმი,
  • ინდუსტრიული დიზაინი,
  • ანიმაცია, ფილმის დამზადება,
  • კომპიუტერული პროგრამები,
  • განათლება,
  • ფარმაცევტული მეცნიერებები,
  • ბიოტექნოლოგია,
  • არქიტექტურა,
  • კომერცია,
  • სამართალმცოდნეობა,
  • სასოფლო-სამეურნეო მეცნიერებები,
  • ჟურნალისტიკა და მედია,
  • ჰუმანიტარული მეცნიერებები,
  • საბაზისო მეცნიერებები,
  • მოდა და დიზაინი.
პროექტი ფარავს ადგილობრივი გადაადგილებისა და საცხოვრებლის ხარჯებს.

ფაკულტეტებმა დაინტერესებული პირების სიები, შესაბამის პროფილებთან ერთად უნდა წარადგინონ არაუგვიანეს 2019 წლის 11 მარტისა.

ჩანდიგარის უნივერსიტეტის შესახებ მეტი ინფორმაციისათვის იხილეთ უნივერსიტეტის ვებგვერდი.

საკონტაქტო პირი:
პროფ. რაჯან შარმა (Rajan Sharma)
დირექტორის მოადგილე (საერთაშორისოურთიერთობები)

ელ.ფოსტა: rajansharma@cumail.in
                   ifdp@cumail.in

 

სიახლეებში დაბრუნება