საერთაშორისო აღიარება

17-05-2013
სტუ-ს თეატრის კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება
 
2013 წლის 25 აპრილიდან 2 მაისამდე თურქეთში მიმდინარეობდა მოსწავლეთა და სტუდენტთა სამოყვარულო თეატრების საერთაშორისო ფესტივალი.
ფესტივალში საქართველოს სახელით მონაწილეობას იღებდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თეატრ-სტუდია „მოდი ნახე“, რომელმაც საერთაშორისო ფესტივალის ჟიურის ერთსულოვანი მოწონება და შესაბამისად, I ადგილი, ლაურეატის წოდება და გრანპრი მოიპოვა.
ფესტივალზე სტუ-ს თეატრის მიერ წარმოდგენილი იყო ნოდარ დუმბაძის ორმოქმედებიანი პიესა „თეთრი ბაირაღები“ (რეჟისურა, სცენოგრაფია და მუსიკალური გაფორმება ნუგზარ ბუცხრიკიძე).
 


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები