შიდა მობილობის მსურველთა საყურადღებოდ!

შიდა მობილობის მსურველთა საყურადღებოდ!

19-02-2019


უნივერსიტეტის ფარგლებში საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის 
(შიდა მობილობის)
მსურველთა საყურადღებოდ!

სსიპ – საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2018 - 2019 სასწავლო წლის მეორე სემესტრიდან სწავლების ყველა საფეხურზე უნივერსიტეტის ფარგლებში საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის (შიდა მობილობა) მსურველებმა, განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინონ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2019 წლის 27 თებერვლიდან 4 მარტის  ჩათვლით. საბუთები მიიღება 1000-და 1600 საათამდე ყოველდღე გამოსასვლელი დღეებისა და შაბათ-კვირის გარდა (თბილისი, კოსტავას 77, სტუ–ს ადმინისტრაციული კორპუსი, მე-3 სართული, ოთახი N350);
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  1. განცხადება;
  2. პირადობის მოწმობის დედანი და ასლი;
  3. სასწავლო ბარათი (ნიშნების ფურცელი)  დამოწმებული ბეჭდით;
  4. ჩარიცხვის ბრძანების ასლი, დამოწმებული ბეჭდით;
  5. პირად საქმეში არსებული ყველა ბრძანების ასლი, დამოწმებული ბეჭდით;
  6. სტუ–ს ბუღალტერიიდან  (ოთახი N 210) ცნობა გადახდის შესახებ

შენიშვნა: შიდა მობილობის წესით საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის  მსურველთა დოქტორანტურაში ჩარიცხვა ხდება სტუ–ის დოქტორანტურის დებულების    მე–11 მუხლის შესაბამისად საფაკულტეტო კომისიის დასკვნის საფუძველზე.



 

სიახლეებში დაბრუნება