საზაფხულო სკოლის პროგრამა

14-05-2013
საზღვარგარეთ მყოფი თურქებისა და მონათესავე საზოგადოებების თავმჯდომარეობა
 
იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტი
 
თურქეთის სტიპენდიები
 
თურქული ენის საზაფხულო სკოლა 2013
 
საზაფხულო სკოლის ხანგრძლივობა: 2013 წლის 1 ივლისი-20 აგვისტო (TÖMER)
რეგისტრაციის თარიღი: 2013 წლის 2-22 მაისი
თვიური სტიპენდიის ოდენობა: 500 თურქული ლირა
ქვეყნის შიდა და გარე სამგზავრო ხარჯებს აანაზღაურებს მონაწილე.
რას მოიცავს საზაფხულო სკოლა
თურქული ენის საზაფხულო სკოლის პროგრამა ხორციელდება სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსული სტუმრების მონაწილეობით. მონაწილეებს შორის საკომუნიკაციო ენა თურქულია, მათ საშუალება ეძლევათ ისწავლონ თურქული ენა და დაათვალიერონ იმ ქალაქის ღირშესანიშნავი ისტორიული და ტურისტული ადგილები, გაეცნონ ადგილობრივ კულტურას, სადაც იცხოვრებენ ან ესტუმრებიან.
საზაფხულო სკოლის სტუდენტები დაახლოებით რვა კვირის განმავლობაში თურქულ ენას ისწავლიან თურქეთის სხვადასხვა ქალაქში არსებულ თურქული ენის შემსწავლელ ცენტრებში. სწავლის პარალელურად სტუდენტები ჩაერთვებიან იმ ქალაქის ბუნებისა და ადგილობრივი კულტურის გაცნობის მიზნით მოწყობილ ექსკურსიებში, სადაც იცხოვრებენ. შესაძლებლობა მიეცემათ გაეცნონ კულტურას ისეთ ღონისძიებებში ჩართვით, როგორიცაა ქორწილი, ფესტივალი, ხელსაქმის სამუშაო პროცესი. საზაფხულო სკოლის ღონისძიებების გარდა სამგზავრო ხარჯებს (TÖMER-ში წასასვლელი და სტამბოლიდან თავის ქვეყანაში დასაბრუნებელი) აანაზღაურებს მონაწილე.
ჩვენი სტუმრები, ანატოლიის სხვადასხვა ქალაქში მიმდინარე საზაფხულო სკოლის პროგრამის ბოლოს, ეწვევიან სტამბოლს, რომელიც ბევრი ცივილიზაციის სავანე და იმპერიების დედაქალაქი იყო. სტამბოლში, სადაც ყველა ჯგუფი ჩავა, მონაწილეებს საშუალება მიეცემათ ერთმანეთს გაუზიარონ სხვადასხვა ქალაქში ცხოვრების გამოცდილება და ანატოლიის კულტურასთან ერთად იხილონ მრავალფეროვანი ისტორია. სტუმრები, რომლებიც დაათვალიერებენ ისეთ მნიშვნელოვან ადგილებს, როგორიცაა ტოპკაპის სასახლე, აიასოფია, სულთანაჰმედის მეჩეთი, დოლმაბაჰჩე, საზაფხულო სკოლის პროგრამას დაასრულებენ პროგრამის ბოლო დღეს გამართული კულტურული ღონისძიებებით დატვირთული დახურვის პროგრამით და დაემშვიდობებიან თურქეთს.
 
რეგისტრაციის პირობები:
ა) აპლიკანტი არ უნდა იყოს  თურქეთის მოქალაქე (სტიპენდიის მოსაპოვებლად ვერ დარეგისტრირდებიან თურქეთის მოქალაქეები ან ის პირები, რომლებმაც რაიმე მიზეზით დაკარგეს თურქეთის მოქალაქეობა)
ბ) აპლიკანტი უნდა იყოს არა თურქეთის, არამედ რომელიმე სხვა ქვეყნის უნივერსიტეტის სტუდენტი
გ) რეგისტრაცია შეუძლიათ 18-27 წლის აპლიკანტებს
დ) უნივერსიტეტში, სადაც აპლიკანტი სწავლობს, მისი ბოლო სემესტრის ნიშნების საშუალო არითმეტიკული უნდა იყოს არანაკლებ 70%
ე) აპლიკანტს არ უნდა ჰქონდეს მიღებული თურქეთის რომელიმე დაწესებულების სტიპენდია
ვ) დაწყებითი, საშუალო ან უმაღლესი განათლების რომელიმე საფეხური არ უნდა ჰქონდეს გავლილი თურქეთში
ზ) უნდა ფლობდეს თურქულ ენას ელემენტარულ დონეზე
რეგისტრაციისთვის შეავსეთ ქვემოთ მოცემულ ლინკებზე განთავსებული სააპლიკაციო ფორმები.
http:/www.turkiyeburslari.gov.tr/index.php/tr/tr-yaz-okulu-2013
 
საჭირო დოკუმენტები
1. სტუდენტის ცნობა
2. მოქმედი პირადობის დამადასტურებელი მოწმობის /პასპორტის ასლი
3. 1 ფოტო
4. 1 ნიშნების ფურცელი
საზაფხულო სკოლის რეგისტრაციისთვის უნდა შეავსოთ http:/www.turkiyeburslari.gov.tr/index.php/tr/tr-yaz-okulu-2013 და www.turkceyazokulu.org ლინკებზე განთავსებული სააპლიკაციო ფორმები და სისტემაში ატვირთოთ საჭირო დოკუმენტები.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები