სასწავლო გრანტების პროგრამა

10-05-2013
ვისეგრადის უნივერსიტეტის (უნგრეთი) სასწავლო გრანტების პროგრამა
 
VUSG-EaP
 
ვისეგრადის უნივერსიტეტის (უნგრეთი) სასწავლო გრანტების პროგრამა - VUSG - EaP აცხადებს კონკურსს სასწავლო კურსებსა და პროგრამებზე, რომელიც ითვალისწინებს ე.წ. ვისეგრადის ჯგუფის (V4) ქვეყნების - ჩეხეთის რესპუბლიკა, უნგრეთი, პოლონეთი და სლოვაკეთის უნიკალური გამოცდილების გაზიარებას ამ მხრივ.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან: სასომხეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსია, საქართველო, მოლდოვეთი და უკრაინა. მათ შეუძლიათ მოიწვიონ მინიმუმ 2 მოწვეული მასწავლებელი სასწავლო კურსისთვის და 3 მოწვეული მასწავლებელი სასწავლო პროგრამისთვის, სხვადასხვა V4 ქვეყნებიდან. მოწვეული მასწავლებლების ჩართვა V4 ქვეყნებიდან  უპირატესობად განიხილება და ზრდის მხარდაჭერის შანსებს.
 
გრანტი ითვალისწინებს:
·         ექსპერტებისა და უნივერსიტეტის მასწავლებლების მობილობას;
·         ბიბლიოთეკის განვითარებას (V4 ქვეყნებთან და მოცემულ საგანთან მიმართებით);
·         ხელშესახები/არახელშესახები აქტივები (€1,000 თითოეულ კურსზე/პროგრამაზე)
·         სამეცნიერო მიმართულებასთან დაკავშირებული პრაქტიკული სემინარები, მივლინებები და სხვ.
გრანტით გათვალისწინებულია სავარუდოდ €10,000 სასწავლო კურსისთვის და €40,000 - სასწავლო პროგრამისთვის. სასწავლო კურსებისა და პროგრამების სწავლების ენა არაა შეზღუდული.
 
სააპლიკაციო განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2013 წლის 15 ივნისი.
 
დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ:
 
 
საკონტაქტო პირი:
 
ლენკა ბუჩკოვა (Lenka Buckova)
პროგრამის მენეჯერი

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები