UST გლობალური კვლევითი სტაჟირების საზაფხულო კურსები კორეაში

UST გლობალური კვლევითი სტაჟირების საზაფხულო კურსები კორეაში

14-02-2019 კორეის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტი (UST) აცხადებს კონკურსს კორეაში გლობალური კვლევითი სტაჟირების საზაფხულო პროგრამაზე - UST Global Research Internship 2019.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს ეძლევათ საშუალება, მოიპოვონ სტიპენდია კურსების გასავლელად. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთერთობათა და სტანდარტების სამსახურში უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:

• პირადობის მოწმობის /პასპორტის ასლი
• EUROPASS CV (ინგლისურენაზე)
• სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე)
• შესაბამისი ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი/ცნობა (თუ კანდიდატს მიღებული აქვს წინა განათლება ინგლისურენოვან პროგრამაზე, სერტიფიკატი/ცნობა აღარ მოითხოვება)
• ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე)
• სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე)

სტუ-ს საერთაშორისო ურთერთობათა და სტანდარტების სამსახურში საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 1-ლი მარტი (სტუ-ს ადმინისტრაციული კორპუსი, II სართული, ოთახი N221).

გლობალური კვლევითი სტაჟირების საზაფხულო პროგრამასთან დაკავშირებით გზამკვლევი იხილეთ აქ.

 

სიახლეებში დაბრუნება