პრეზენტაცია

08-05-2013
საიუბილეო კრებულის პრეზენტაცია
 
10 მაისს, 19:00 სთ, თიბისი ბანკის საგამოფენო დარბაზში (მისამართი: მარჯანიშვილის ქ. 7, მე-4 სართული) გაიმართება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტის ისტორიის და თანამედროვეობის ამსახველი საიუბილეო კრებულის პრეზენტაცია.
კრებული საჩუქრად გადაეცემა თითოეულ სტუმარს. აღნიშნულ კრებულში მოკლედ, პერსონების მოხსენიების და თარიღების აღნიშვნის დონეზე, ასახულია ფაკულტეტის და მის შემადგენლობაში არსებული თითოეული სტრუქტურული ერთეულის მიერ განვლილი ისტორია, ის თავისებურებები, რაც სტუ-ის არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტს სხვა არქიტექტურული სკოლებისაგან გამოარჩევს. მასში შეტანილია  მრავალი, დღეს უკვე ისტორიული მნიშვნელობის, ფოტო. აღსანიშნავია, რომ კრებული არ შემოიფარგლება მხოლოდ ისტორიის ასახვით.  მასში განხილულია ის მეთოდიკაც, რომელსაც  ფაკულტეტზე მიმდინარე აკადემიური პროცესი ეფუძნება.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები