საერთაშორისო კონფერენცია

26-04-2013
საერთაშორისო კონფერენცია
 
26 აპრილს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში “softline-საქართველოს” საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა და გაიმართა “ავტოდესკის” პროდუქტების პრეზენტაცია. პრეზენტაცია “ავტოდესკის” ბიზნესგანვითარების მენეჯერმა ალექსანდრე სლობოდიანუკმა წარმოადგინა. “ავტოკად ავტოდესკისა” და “რევიტ ავტოდესკის” პროდუქციის პრეზენტაცია კი კომპანიის გრაფიკული დიზაინის პროგრამების პროდუქტის მენეჯერმა ილგარ ახუნდოვმა გამართა. 

“softline-საქართველოს” საქართველოსა და სომხეთის ტერიტორიაზე ავტოდესკის პროდუქციის რეალიზების ექსკლუზიური უფლება აქვს. “softline-ი” არის საერთაშორისო კომპანია, რომელიც წარმოდგენილია 24 ქვეყანაში და 80-ზე მეტ გრაფიკულ პროგრამას აწარმოებს. კომპანია ახდენს პროდუქციის რეალიზაციას და ლიცენზირებული კომპიუტერული პროგრამების დანერგვას.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები