„ჯიპიაი ჰოლდინგი“ - დასაქმების ფორუმები

„ჯიპიაი ჰოლდინგი“ - დასაქმების ფორუმები

13-02-2019 22 და 23 თებერვალს, 10:00 – 19:00  სთ., „ჯიპიაი ჰოლდინგის“ დასაქმების ფორუმები ჩატარდება (რუსთაველის გამზ. #27, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის შენობა).

აღსანიშნავია, რომ სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგი“ დასაქმების მასშტაბურ პროგრამას აცხადებს და პროექტის ფარგლებში 300 საცალო გაყიდვების სპეციალისტის აყვანას გეგმავს.

ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს, ასაკობრივი შეზღუდვის, სამუშაო გამოცდილების და სპეციფიკური განათლების მოთხოვნის გარეშე, აქვს შესაძლებლობა, გახდეს „ჯიპიაი ჰოლდინგის“ პროფესიონალთა გუნდის წევრი. პროექტის ფარგლებში კომპანია შერჩეულ კანდიდატებს გადამზადების უფასო პროგრამას და სწავლების პირველივე დღიდან ანაზღუარებად სამსახურს სთავაზობს. სწავლების პროცესში ანაზღაურება შეადგენს ფიქსირებულ 400 ლარს, რომელსაც გამომუშავებული ბონუსი დაემატება. ყველა წარმატებულ და მონდომებულ კანდიდატს ეძლევა კიდევ ერთი შანსი, შეიქმნას წარმატებული კარიერა ლიდერ სადაზღვევო კომპანიაში.

შემუშავებულია წარმატებულ კანდიდატთა გადამზადების ინტენსიური პროგრამა, რომლესაც „ჯიპიაი ჰოლდინგის“ ტრენინგ-ცენტრი უზრუნველყოფს. პროგრამა ქართველი და უცხოელი სპეციალისტების ჩართულობით მომზადდა და მოიცავს სხვადასხვა უნარების განვითარებას.

საგულისხმოა, რომ „ჯიპიაი ჰოლდინგი“ ლიდერია სადაზღვევო ბაზარზე და 2018 წლის მონაცემებით პირველ ადგილზეა მოქმედ სადაზღვევო კომპანიებს შორის. ორგანიზაციის ოფისებში 550 ადამიანი მუშაობს მთელი საქართველოს მასშტაბით. 2018 წელს „ჯიპიაი ჰოლდინგის“ დასაქმების პროექტმა „ათასწლეულის გამოწვევის ფონდის“ ორგანიზებულ კონკურსში „ბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის“ გაიმარჯვა, ხოლო ევროპის მასშტაბით საუკეთესოდ დასახელდა „ვენის სადაზღვევო ჯგუფის“ ყოველწლიურ საერთაშორისო კონკურსში, რომელიც სოციალურ კორპორაციულ პასუხისმგებლობას ეხება.

დაინტერესებულ პირთათვის მუშაობს დასაქმების ცხელი ხაზია: 2 509111.

დამატებითი ინფორმაციისთვის:
თამთა ყიფიანი, საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი
ტელ: 598444936
ელ.ფოსტა: TKIPIANI@GPIH.GE


 

სიახლეებში დაბრუნება