სასწავლო კურსი „საქართველო ევროკავშირის თანამშრომლობის პრაქტიკული ასპექტები”

სასწავლო კურსი „საქართველო ევროკავშირის თანამშრომლობის პრაქტიკული ასპექტები”

13-02-2019 განათლების ევროპული ცენტრი აცხადებს მიღებას ინტენსიურ სასწავლო კურსზე „საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის პრაქტიკული ასპექტები“.

კურსს უძღვებიან საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე და საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსი ბექა ძამაშვილი.

კურსის გავლის შემდეგ მონაწილეებისთვის განხორციელდება სასწავლო ვიზიტი ქალაქ ბრიუსელში.

კურსის საფასური შეადგენს 500 ლარს, რაც მოიცავს შემდეგს:
- ინტენსიურ კურსს თბილისში; 
- ქალაქ ბრიუსელში სასწავლო ვიზიტით გათვალისწინებულ აკადემიურ აქტივობას;
- ორენოვან სერტიფიკატს.

დაინტერესების შემთხვევაში, რეგისტრაციისა და დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ცენტრის ვებგვერდს.

დამატებითი ინფორმაციისათვის: 

საკონტაქტო პირი: თამარ ჭიპაშვილი
ტელ.:557654288
ელ.ფოსტა: contact@ece.com.ge

 

სიახლეებში დაბრუნება