Erasmus+ - ჟეშუვის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროექტის კოორდინატორის მობილობა ტრეინინგის მიზნით სტუ-ში

Erasmus+ - ჟეშუვის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროექტის კოორდინატორის მობილობა ტრეინინგის მიზნით სტუ-ში

12-11-2018 15-19 ოქტომბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს Erasmus+ გაცვლითი პროექტის ფარგლებში სტუმრობდა პოლონეთის ჟეშუვის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (Ignacy Lukasiewicz Rzeszów University of Technology – RUT) Erasmus+ პროექტების კოორდინატორი მონიკა სტანიში (Monika Stanisz).

ახალგაზრდა პოლონელი დოქტორი სტუ-ში იმყოფებოდა ტრეინინგის მიზნით, ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის პროექტით, რომელშიც მონაწილეობს ტექნიკური უნივერსიტეტი და რომლის კოორდინატორია ჟეშუვის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი.

პოლონელმა სტუმარმა სტუ-ის საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურში გამართული სამუშაო შეხვედრების დროს ისაუბრა ჟეშუვის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტზე, იქ მიმდინარე საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროცესებზე. მან ზოგადად მიმოიხილა პოლონეთის უმაღლესი განათლების სისტემა და აგრეთვე, კრედიტების აღიარებასთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები და ამ მხრივ თავისი გამოცდილება გაუზიარა ქართველ კოლეგებს. პოლონელ კოორდინატორთან სამუშაო შეხვედრებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ამჟამად მიმდინარე გაცვლითი პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ დეტალებს და განხილული იქნა ერთობლივი Erasmus+ KA2 აქტივობის საგრანტო ინსტიტუციური განვითარების პროექტების განხორციელების შესაძლებლობები.

აღსანიშნავია, რომ სტუ-ში მობილობის პერიოდში პოლონელმა სტუმარმა მონაწილეობა მიიღო 17-19 ოქტომბერს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩატარებულ საერთაშორისო კონფერენციაში (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ფოჯას უნივერსიტეტის პირველი ერთობლივი R&D საერთაშორისო კონფერენცია - “მრეწველობის დარგების დინამიკა და თანამედროვე ტენდენციები საქართველოსა და ევროკავშირში: საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები მიწოდების ჯაჭვის მენეჯმენტში“) და აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა კონფერენციის ფარგლებში გამართულ სამეცნიერო თუ კულტურულ ღონისძიებებში.




  


 

სიახლეებში დაბრუნება