ტარტუს უნივერსიტეტის იუჰან შუტეს პოლიტიკური სწავლების ინსტიტუტის სამაგისტრო პროგრამა „ევროკავშირი-რუსეთის სწავლება“

ტარტუს უნივერსიტეტის იუჰან შუტეს პოლიტიკური სწავლების ინსტიტუტის სამაგისტრო პროგრამა „ევროკავშირი-რუსეთის სწავლება“

11-02-2019 ტარტუს უნივერსიტეტის იუჰან შუტეს პოლიტიკური სწავლების ინსტიტუტი (Johan Skytte Institute of Political Studies of the University of Tartu) (ესტონეთი) აცხადებს მიღებას ორწლიან სამაგისტრო პროგრამაზე „ევროკავშირი-რუსეთის სწავლება“.

მულტიდისციპლინარული სამაგისტრო პროგრამა მიზნად ისახავს სტუდენტების ანალიტიკური უნარ-ჩვევების განვითარებას, რათა სტუდენტმა შეძლოს, გაერკვიოს დღევანდელი ცვალებადი სამყაროს გლობალურ განვითარებაში  და გააცნობიეროს მიმდინარე პოლიტიკური, ისტორიული და ეკონომიკური მოვლენები და მიღწევები ევროკავშირში, რუსეთსა და მათ მეზობელ ქვეყნებში. სტუდენტები ჩართულნი არიან აქტიური სწავლების დინამიურ პროცესში, რომელიც მოიცავს, ასევე, აკადემიური ხარისხსა და ინოვაციური სწავლების მეთოდებს. პროგრამა ხაზს უსვამს არა მარტო ცოდნის შეძენას, არამედ მის გამოყენებას.
 
პროგრამაში მონაწილეობისთვის სააპლიკაციო განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 15 მარტი.

სამაგსიტრო პროგრამასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ ვებგვერდი.

 

სიახლეებში დაბრუნება