ელექტროტექნიკური კომპანია „რეტკო“ - ანაზღაურებადი სტაჟირება ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის სპეციალობის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისათვის

ელექტროტექნიკური კომპანია „რეტკო“ - ანაზღაურებადი სტაჟირება ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის სპეციალობის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისათვის

05-02-2019 ქ. რუსთავში არსებული ელექტროტექნიკური კომპანია „რეტკო“ აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის სპეციალობის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისათვის.

კომპანიის საქმიანობა ითვალისწინებს ელ. გადამცემი ხაზების პროექტირებასა და მშენებლობას, ასევე, ელექტრო გამანაწილებელი მოწყობილობების დამზადებასა და მონტაჟს.

დაინტერესებულ სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ როგორც თეორიული, ასევე, პრაქტიკული ცოდნა/გამოცდილება 0,4; 6; 10; 35 კვ ძაბვის ქსელებისა და ელ. გამანაწილებელი მოწყობილობების პროექტირებისა და წარმოების მიმართულებით.

ამავდროულად, სტაჟირება მოიცავს საბაზისო თეორიული კურსების გავლას შემდეგი მიმართულებებით:
  • ელექტრული წრედების თეორია;
  • ელექტროენერგიის გადაცემა და განაწილება;
  • ელ. სადგურებისა და ქვესადგურების მოწყობილობები;
  • ელექტრომოწყობილობების დიაგნოსტიკა;
  • უსაფრთხოების წესები.
განიხილებიან მხოლოდ რუსთავში ან რუსთავთან ახლოს მცხოვრები კანდიდატები.

სამუშაო გრაფიკი იქნება შეთანხმებული იმგვარად, რომ სტუდენტებს ექნებათ მაქსიმალური ხელშეწყობა ლექციებზე დასასწრებად.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გააგზავნონ რეზიუმე ელ. ფოსტაზე: vacancy@retco.ge, ხოლო სათაურის ველში უნდა მიეთითოს „სტაჟირება“.

დეტალური ინფორმაციიასათვის მიმართეთ:

საკონტაქტო პირი:
თეონა მაისურაძე
ტელ: +995 595 085 700

 

სიახლეებში დაბრუნება